17-წლამდელთა მეტოქეები გამოირკვა

AutoSharing Option

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მე-6 ჯგუფში მოხვდა, სადაც ფინალური ეტაპის ერთადერთი საგზურისთვის ნორვეგიის, ბელორუსისა და საფრანგეთის გუნდებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება თბილისში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვა, სადაც მე-3 ჯგუფში ინგლისის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ტურნირს მიღმა კი პოლონეთი და შვედეთი დარჩნენ.

ელიტ-რაუნდში სულ 28 ნაკრებმა გააღწია, რომლებიც 7 ჯგუფში გადანაწილდნენ, ფინალში კი, რომელსაც მომავალი წლის 3-15 მაისს სერბეთი უმასპინძლებს, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები ითამაშებენ.

ელიტ-რაუნდის მატჩების მასპინძელთა ვინაობა და თამაშების ჩატარების დრო მოგვიანებით გაირკვევა.

 


მკითხველის კომენტარები / 1 /
მე_ 7 დე ჯგუფი ჯობდა მაგრამ იქ რუსეთი მოხვდა და სამწუხაროდ უეფამ აკრძალა საქართველო რუსეთის შეხვედრები. თუ რა თქმა უნდა გადამწყვეთ მომენტებამდე არ მოუწევთ შეხვედრა
intereli
16:57 30-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული