საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მე-6 ჯგუფში მოხვდა, სადაც ფინალური ეტაპის ერთადერთი საგზურისთვის ნორვეგიის, ბელორუსისა და საფრანგეთის გუნდებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება თბილისში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვა, სადაც მე-3 ჯგუფში ინგლისის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ტურნირს მიღმა კი პოლონეთი და შვედეთი დარჩნენ.
ელიტ-რაუნდში სულ 28 ნაკრებმა გააღწია, რომლებიც 7 ჯგუფში გადანაწილდნენ, ფინალში კი, რომელსაც მომავალი წლის 3-15 მაისს სერბეთი უმასპინძლებს, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები ითამაშებენ.
ელიტ-რაუნდის მატჩების მასპინძელთა ვინაობა და თამაშების ჩატარების დრო მოგვიანებით გაირკვევა.