საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თურქეთში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 4 მარტს თურქეთში გაემგზავრება, სადაც საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვასილ მაისურაძის გუნდისთვის ეს ტესტ-მატჩები მაისში გასამართი ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპია. მატჩების დაგეგმვაში ქართულ მხარეს დიდი დახმარება გაუწია შოთა არველაძემ.

5 მარტს სტამბულში ქართველი 19-წლამდელები "გალათასარაის" 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან, 7 მარტს კი "ქასიმფაშას" ასაკობრივ გუნდთან ითამაშებენ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი თურქეთში შემდეგ ფეხბურთელებს წაიყვანს:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე - "საბურთალო").
მცველები: ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი
თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე - "საბურთალო"), აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი).
ნახევარმცველები: გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ყველა - "დილა 2", გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - "დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო").
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი).

19-წლამდელთა ნაკრები თბილისში 8 მარტს დაბრუნდება. ელიტრაუნდამდე კი, აპრილში ვასილ მაისურაძის გუნდს პორტუგალიური ოთხთა ტურნირი ელის, სადაც ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრებები უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად თამაშობენ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული