ბაჩანა არაბული კიევის დინამოში

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი ბაჩანა არაბული კიევის "დინამოს" დუბლებში მიიწვიეს.

"არაბულით უკრაინელები მართლაც დაინტერესდნენ და კიევში დღეს მივემგზავრებით. ბაჩანას კიევის "დინამოს" დუბლებში გასინჯავენ. ამის თაობაზე საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" ოფიციალური მიწვევაც გამოაგზავნეს. უკრაინელებმა მეორე წრისთვის მომზადება 23 დეკემბერს დაიწყეს და არაბულის ნახვა სურთ", - გვითხრა საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის თავდამსხმელი კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მისმა კარგმა თამაშმაც განაპირობა, ოქტომბერში თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის მატჩებში გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური რომ მოიპოვა.

ბაჩანა
რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობაშიც გამოდიოდა, მაგრამ იურიდიულად საფეხბურთო აკადემია "ოლიმპს" ეკუთვნის. საქმე ისაა, რომ აკადემიის გუნდი დუბლშემადგენლობების პირველობაზე "ოლიმპთან" შეთანხმების საფუძველზე ამ კლუბის სახელით თამაშობდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის მეპატრონე ჯოზეფ კეიმ აკადემიასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა. სავარაუდოდ, რუსთავის "ოლიმპის" დუბლებს გუბაზ დოლიძე ჩაიბარებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული