საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები მესამე კალათაში მოხვდნენ

AutoSharing Option
3 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება. საბედნიეროდ, საქართველოს ორივე ნაკრებმა ამ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები III კალათაშია გერმანიასთან, პოლონეთთან, ხორვატიასთან, დანიასთან, ბელგიასა და სერბეთთან ერთად.

სხვა კალათები ასე დაკომპლექტდა:

I - ესპანეთი, ინგლისი, რუსეთი, იტალია, ჰოლანდია, სლოვაკეთი, ჩერნოგორია;
II - ავსტრია, პორტუგალია, შვეიცარია, უკრაინა, საფრანგეთი, შვედეთი, ირლანდია;
IV - ჩეხეთი, ბოსნია, თურქეთი, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, შოტლანდია.

გიორგი დევდარიანის მიერ გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმ შემთხვევაში ითამაშებს,
თუ ოთხგუნდიან ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. სულ 7 ჯგუფია. პირველადგილოსნებს ევროფორუმის მასპინძელი საფრანგეთი დაემატება.

ასევე III კალათაში მოხვდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა ავარჯიშებს. ჩვენთან ერთად არიან ნორვეგია, სლოვაკეთი, ბელორუსი, ისლანდია, უნგრეთი, სერბეთი და შვედეთი.

სხვა კალათებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

I - გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, ინგლისი, ავსტრია, პორტუგალია, ჰოლანდია, ჩეხეთი;
II - ხორვატია, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, ბელგია;
IV - საბერძნეთი, ისრაელი, სლოვენია, უელსი, ჩრ. ირლანდია, აზერბაიჯანი, ბოსნია, უკრაინა.

შეიქმნება 8 ჯგუფი, თითოეულში 4 გუნდით. პირველად ტურნირის არსებობის ისტორიაში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს. ევროპის პირველობაზე ითამაშებს ჯგუფის 8 პირველადგილოსანი და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი. ამ 15 გუნდს ტურნირის მასპინძელი ბულგარეთი დაემატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭებო მიდით
0
წარმატებები
isco
11:51 26-11-2014
0

სიახლეები პოპულარული