ევროფორუმი ზაფხულში გაიმართება. მანამდე დიდი დროა და თუ თებერვალში ევროფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, გვარიანი გარჯა მოგვიწევს.
უპირველეს ყოვლისა, ინფრასტრუქტურასა და სტადიონებთან დაკავშირებულ პრობლემებს ვგულისხმობთ. ერთი კია - 2017 წლამდე დრო საკმაოდაა და ბევრი რამის მოგვარებაც შეიძლება.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ის პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ უეფა სწორედ საქართველოს არგუნებს ევროპის პირველობის მასპინძლობის უფლებას.
ახლახან თბილისმა მაღალ დონეზე უმასპინძლა 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს. უეფას დამკვირვებლები პირად საუბრებში არ მალავდნენ, რომ ორივე ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.
მოკლედ, დაველოდოთ თებერვალს. იმედია, ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"