საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ელიტრაუნდში ცნობილია

AutoSharing Option
3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდები მე-3 ჯგუფში ჰოლანდიის, ბელგიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.

2014-2015 წლების უეფას 17 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი 2015 წლის 12-14-17 მარტს ჰოლანდიაში გაიმართება.

17-წლამდელებს შორის ევროპის პირველობა 6-22 მაისს ბულგარეთში გაიმართება. ამ ასაკში კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ფორუმი პირველად იქნება 16-გუნდიანი. თითოეული ჯგუფის საუკეთესო ნაკრები და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი (პლუს, მასპინძელი ბულგარეთი) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ 2015-16 წლების უეფას
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2015 წლის 13-15-18 ოქტომბერს უნგრეთში გაიმართება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ლომებო, თქვენი დიდი იმედი გვაქვს
Gela
22:19 03-12-2014
0

სიახლეები პოპულარული