საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ელიტრაუნდში ცნობილია

AutoSharing Option
3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა.

გიორგი დევდარიანის შეგირდები პირველ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.

2014-2015 წლების უეფას 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი 2015 წლის 29-31 მაისსა და 3 ივნისს თბილისში გაიმართება.

19-წლამდელთა ელიტრაუნდისა და ევროპის ჩემპიონატის ფორმატი უცვლელია და ჯგუფებიდან კვლავ თითო გუნდი გადის. პირველადგილოსნებს ფინალურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საბერძნეთი შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი სტადია კი 6-19 ივლისს გაიმართება.

აქვე გეტყვით, 2015-16 წლების უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2015
წლის 12-14-16 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ავსტრიის, ალბანეთისა და უელსის ნაკრები გუნდები იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბარემ თურქეთის ნაცვლად გერმანია ყოფილიყო.არა უშავს გვინახავს ჩვენი ლომებისგან გაშავებული ესპანეთი, ინგლისი და ა.შ.მიდით ლომებო,ჩვენ გვჯერა თქვენი
Gela
22:11 03-12-2014
0
ძალიან ძლიერი ჯგუფია,მაგრამ ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს.მშიშრები არ არიან და ბურთთანაც "შენობით" არიან.წარმატებები ბიჭებო.დაუმტკიცეთ შინაურსაც და გარეულსაც,რომ ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა და სძინავს მხოლოდ.გაიმარჯვეთ და გამოიღვიძებს.
tamazi tsomaia
21:29 03-12-2014
0

სიახლეები პოპულარული