გოჩა ტყებუჩავა: ელიტრაუნდში ამაზე იოლ ჯგუფს არც ველოდით

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მეტოქეებად ჰოლანდიის, ბელგიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები ერგო.

წილისყრას იღბლიანს ვერ დავარქმევთ - ჰოლანდია და ბელგია ამ ასაკში ყოველთვის ძლიერები არიან და, წესით, არც ჩრდილოეთი ირლანდია უნდა იყოს საჩუქარი.

ელიტრაუნდის III ჯგუფის მატჩები 12, 14 და 17 მარტს ჰოლანდიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ ჯგუფების გამარჯვებულები და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი. ფინალურ სტადიაზე მათ მასპინძელი ბულგარეთი დაემატებათ. დასკვნითი ეტაპის მატჩები 2015 წლის 6-22 მაისს გაიმართება და მასში პირველად ითამაშებს 16 ნაკრები.

როგორც ჩვენი
ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები ამბობენ, ჯგუფი რთულია, მაგრამ ბრძოლა და გამარჯვება ყველასთან შეიძლება.

თავდაპირველად, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გოჩა ტყებუჩავას აზრი გავიგოთ:

- პრინციპში, ამ ეტაპზე იოლ ჯგუფს არც ველოდით, ელიტრაუნდში ხომ არ არიან სუსტი გუნდები. ახლა ძალიან დიდი მობილიზება გვმართებს. საჭიროა სწორი დაგეგმვა, სწორი მუშაობა...

რა თქმა უნდა, ჯგუფი რთულია, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და აქედანვე უნდა ვთქვა, რომ დაუმარცხებელი არავინაა. ჩვენ თვალწინ გვაქვს ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის მაგალითი და ეს გვარწმუნებს, რომ უძლეველი მეტოქე არ არსებობს.

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გადის და ეს ჩვენს შანსებს ზრდის. ქართველ გულშემატკივარს ყველა შეხვედრაში თავდაუზოგავ ბრძოლას ვპირდებით.

- კიდევ ერთხელ შევახსენოთ გულშემატკივარს 17-წლამდელთა უახლოესი გეგმები...
- 18 იანვარს მივდივართ მინსკში, სადაც ძალიან ძლიერ საერთაშორისო ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. რამდენადაც ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილია, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, იაპონიის, ბელგიისა და ბელორუსის 17-წლამდელები.

* * *
ტყებუჩავასთან საუბრის შემდეგ 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილსაც ვკითხეთ აზრი:

- რა თქმა უნდა, ჰოლანდია და ბელგია გრანდები არიან, თუმცა ჩვენ არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. დღევანდელ ფეხბურთში ფავორიტები მხოლოდ ფურცელზე არსებობენ.

ორი გუნდი გადის ევროპის ჩემპიონატზე და შანსი არის, თანაც - არცთუ მცირე. ბოლომდე ვიბრძოლებთ და თავს დავდებთ ყველა მატჩში.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფების შემადგენლობა ასეთია:

1 ჯგუფი: ესპანეთი, საფრანგეთი, შვედეთი, ისრაელი
2 ჯგუფი: პორტუგალია, ხორვატია, სერბეთი, აზერბაიჯანი
3 ჯგუფი: ჰოლანდია, ბელგია, საქართველო, ჩრ. ირლანდია
4 ჯგუფი: პოლონეთი, ირლანდია, ბელორუსი, საბერძნეთი
5 ჯგუფი: ავსტრია, რუსეთი, ისლანდია, უელსი
6 ჯგუფი: ინგლისი, რუმინეთი, ნორვეგია, სლოვენია
7 ჯგუფი: ჩეხეთი, შოტლანდია, უნგრეთი, ბოსნია
8 ჯგუფი: გერმანია, იტალია, სლოვაკეთი, უკრაინა

გუშინვე, 3 დეკემბერს, ნიონში შედგა 17-წლამდელთა შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრა. ამ ჯგუფებიდან ელიტრაუნდის საგზურს მოიპოვებენ პირველ ორ ადგილზე გასული ნაკრებები; ასევე, 5 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

ევროპის ჩემპიონატს 2016 წლის მაისში აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

საქართველოს იმ ნაკრებს, ახალ შესარჩევ ციკლში ქვეყნის ღირსება რომ უნდა დაიცვას, გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის. მასში 1999 წელს დაბადებული ბიჭები თამაშობენ.

ჩვენები ჯგუფში უნგრეთთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან ერთად არიან. გუშინდელი წილისყრის სრული შედეგები კი ასეთია:

1 ჯგუფი: შვეიცარია, ჰოლანდია, ალბანეთი, უელსი
2 ჯგუფი: ბელორუსი, რუსეთი, ჩერნოგორია, კვიპროსი
3 ჯგუფი: შვედეთი, ირლანდია, მალტა, ფინეთი
4 ჯგუფი: უნგრეთი, საქართველო, რუმინეთი, სლოვაკეთი
5 ჯგუფი: სერბეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ლიტვა
6 ჯგუფი: პოლონეთი, ესპანეთი, ლატვია, ანდორა
7 ჯგუფი: ხორვატია, ჩეხეთი, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი
8 ჯგუფი: დანია, ისლანდია, საბერძნეთი, ყაზახეთი
9 ჯგუფი: ინგლისი, პორტუგალია, სან მარინო, სომხეთი
10 ჯგუფი: თურქეთი, ბელგია, ფარერები, სლოვენია
11 ჯგუფი: ნორვეგია, საფრანგეთი, ისრაელი, ჩრ. ირლანდია
12 ჯგუფი: იტალია, შოტლანდია, ბულგარეთი, მაკედონია
13 ჯგუფი: უკრაინა, ბოსნია, მოლდოვა, ესტონეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფედერაციამ მიაქციოს ყურადგება,არ შეიძლება ჩაერიოს,ყველა ტყებუჩავას ლანზგავს და ნუთუ არ დაინტერესდა არავინ რა ხდება.ეგ ტუ შედეგზე არ ფიქრობს ნიჯიერ ბავშვებმა რა დააშავეს,მოგეკითხებათ
დიტო
23:27 14-02-2015
0
ტკებუჩავამ გაუბერა ვინები გამიძახა არ ცხვენია? გულში ცაიხედოს სინჯებზე კველაფერი ნათელი იყო
0

სიახლეები პოპულარული