უეფამ ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კალენდარი დაადგინა

AutoSharing Option
უეფამ დაადგინა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კალენდარი, ჰოლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში.

გოჩა ტყებუჩავას გუნდს პირველივე მატჩში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - ჩვენი მეტოქე მასპინძელთა ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფიდან ელიტრაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, ქართველი და ჰოლანდიელი ჭაბუკების გარდა, მათი ჩრდილოირლანდიელი და ბელგიელი თანატოლებიც ეცდებიან.

მთლიანობაში, ჰოლანდიური ელიტრაუნდის განრიგი ასე გამოიყურება:

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი
12 მარტი
ბელგია-ჩრ. ირლანდია
ჰოლანდია-საქართველო

14 მარტი
საქართველო-ბელგია
ჰოლანდია-ჩრ. ირლანდია

17 მარტი
ბელგია-ჰოლანდია
ჩრ. ირლანდია-საქართველო

შეგახსენებთ, რომ ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ითამაშებს 16 გუნდი. ფინალური ეტაპის
საგზურს მოიპოვებენ ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები. გამონაკლისი იქნება ერთი მეორეადგილოსანი, რომელსაც ყველაზე უარესი მაჩვენებელი ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იცის ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებს და შეყარა კველა ვინც თხოვეს სინჯებზე ყველაფერი ნათელი იყო თავიდანვე ცნობილი იყო ვის იზახებდა ნეტა არ ცხვენია რაც ქონდა მოფიქრებული წინასტარ მიხვდა ხალხი იქ.ნუ იზახებ ტკვილა ბავშვებს ნუ ანერვიულებ იცოდე გამჯგავნდება და მოგეკიტხება
LIKA
16:19 03-01-2015
0
თვალები გაახილე დარეკვით და მეგობრობით ნუ არცევ პეხბურთელებს იმტო არის ქართული პეხბურთის საქმე კარგად მასე რო არცევთ პეხბურთელებს შედეგს ნახავ ცოტახანში
maia
18:52 02-01-2015
0

სიახლეები პოპულარული