U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც "განვითარების თასი" ჰქვია.

სასტარტო შეხვედრაში გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა ირანი დაამარცხეს - 1:0.

ქართველთაგან ერთადერთი გოლი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ ყურშავიშვილმა გაიტანა - ცენტრალური მცველი შეტევაში ჩაერთო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ეს მატჩის 23-ე წუთზე მოხდა.

ქართველებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ბერძენაძე, კობოური, ყურაშვილი (66. კუხიანიძე), ნინუა (52. სამურკასოვი), არაბიძე, კოხრეიძე (60. არველაძე), გვასალია (66. წულეის
კირი), ბუღრიძე (52. კვანტალიანი).

20 იანვარს ტყებუჩავას შეგირდები უკრაინას დაუპირისპირდებიან, 22 იანვარს კი ლატვია ელოდებათ.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ იბოღმებით რა ყველაფერზე,ირანი რა არ თამაშობენ?ყოჩაღ ბიჭებო,წარმატებები
gbizo
12:44 20-01-2015
0
ყოჩაღ ნაკრების ბიჭებს, ასე გააგრძელეთ
puma
11:40 20-01-2015
0

სიახლეები პოპულარული