U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: საქართველოს ნაკრების მეორე გოლი უკრაინელთა კარში

მინსკში, "განვითარების თასზე" მოასპარეზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ირანელ თანატოლებთან გამარჯვების (1:0) შემდეგ, 20 იანვასრს, უკრაინელებსაც სძლია - 2:0.

ქართველთა გამარჯვებას დაუმსახურებელს ვერავინ უწოდებს. გოჩა ტყებუჩავას შეგირდები ორი ტაიმის განმავლობაში გააზრებულად თამაშობდნენ. განსაკუთრებით კარგად ჩაატარეს მათ შეხვედრის მეორე ნახევარი.

მე-11 წუთზე შორეული დარტყმით ანგარიში ნიკა ნინუამ გახსნა, თან ძალიან ლამაზი გოლით.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე საგოლე მომენტი გაატანა ქარს. თავის გამოჩენის შანსები გაანიავეს გიორგი კოხრეიძემ, ვატო არველაძემ და გიორგი არაბიძემ.

ჩვენი სამწვრთნელო შტაბის
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ კარგად გამოიყენეს მატჩის მსვლელობისას მოპოვებული უპირატესობა და თამაში ისე ააწყვეს, როგორც სურდათ.

მეორე ტაიმში ანგარიშში ჩამორჩენილმა უკრაინამ დიდი ძალებით შემოგვიტია, რამაც გამოიწვია ის, რომ მეტოქის ნახევარზე თავისუფალი ზონები ბლომად გაჩნდა და საქართველოს ნაკრებმა ამით შესანიშნავადაც ისარგებლა - უკრაინელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა.

მოგეხსენებათ, ბელარუსის საერთაშორისო ტურნირზე თამაშების ხანგრძლივობა 80 წუთია. შეხვედრის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა, როცა დამატებაზე ყველას დაასწრო საქართველოს 17-წლამდელთა ლიდერმა არაბიძემ და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

არაბიძეზე ცალკე ვთქვათ - გადაწყვეტილია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერი კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია. მართალია, "შახტარი", ცნობილი მიზეზების გამო, საკუთარ ქალაქსაა მოწყვეტილი, მაგრამ ის მაინც რჩება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად, რაზეც დონეცკელთა მიერ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლაც მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან მატჩში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, დაისვენა გუნდის ხელმტკივანმა კაპიტანმა, ირანთან გამარჯვების გოლის გამტანმა ნიკა ყურშავიშვილმა. საგანგაშო არაფერია - ის მალე დაუბრუნდება მინდორს.
იხილეთ ფოტოგალერეა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები "განვითარების თასი 2015"-ზე
Sportall.Ge

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბელარუსული ტურნირის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩს 22 იანვარს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება. სწორედ ეს მატჩი გაარკვევს ჯგუფის გამარჯვებულს.

ლატვიელებს, რომლებმაც გუშინ ირანს 2:1 მოუგეს, ჩვენსავით 6 ქულა აქვთ (პირველ მატჩში ბალტიისპირელებმა ანალოგიური ანგარიშით უკრაინასაც აჯობეს). ტყებუჩავას გუნდს ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს და პირველი ადგილის დასაკავებლად მისთვის ფრეც საკმარისი იქნება.

უკრაინასთან შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლევან ისიანი, ომარ ბულუხაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (56, გაგა კუხიანიძე), გიორგი ბერძენაძე, ნიკა ნინუა, აკაკი ყურაშვილი (61, დავით სამურკასოვი), ირაკლი ბუღრიძე (56, ვატო არველაძე), გიორგი არაბიძე, გიორგი კოხრეიძე (66, ნიკა კვანტალიანი), გიორგი გვასალია (69, გიორგი წულეისკირი).

განვითარების თასი 2015
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 3-0 6
2. ლატვია 2 2 0 0 4-2 6
3. უკრაინა 2 0 0 2 1-4 0
4. ირანი 2 0 0 2 1-3 0

22 იანვარი
საქართველო-ლატვია
ირანი-უკრაინა

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაბიდზეს ხელი არაფერზე არ აკვს მოცერილი და გადაცკვეტილიც არაფერია ასე გადაცკვეტიტ რომ ცერტ
koki
15:38 21-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული