საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის რომ ემზადება, 24 და 26 თებერვალს თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს სლოვაკ თანატოლებთან.
ცხადია, გოჩა ტყებუჩავას გუნდისთვის, რომელმაც ახლახან მინსკის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და V ადგილი დაიკავა, ეს მატჩები მისწრება იქნება. ქართველ 17-წლამდელებს ჰოლანდიურ ელიტრაუნდამდე თბილისში რუმინეთთან უნდა ესპარინგათ, თუმცა კარპატელებმა შემოთვალეს - ამ ეტაპზე სათბილისო ფული არ გვაქვს და ვერ გეწვევითო.
სლოვაკეთი რუმინეთს თუ არ სჯობს,
და ერთიც: როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებს იტალიასთან საგარეო ამხანაგური მატჩი გაუხერხა. შეგახსენებთ, რომ თბილისურ ელიტრაუნდში გიორგი დევდარიანის გუნდს მეტოქეებად ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი ეყოლება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"