რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ მე-6 ჯგუფის კალენდარი და სათამაშო დღეები დადგინდა.
საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, ესტონეთი და სან-მარინო არიან.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მე-4 კალათში იყო განთესილი. წილისყრას სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ.
2015 წელი
3 ივნისი
სან-მარინო-საქართველო
3 სექტემბერი
ხორვატია-საქართველო
7 ოქტომბერი
საქართველო-ესპანეთი
13 ოქტომბერი
საქართველო-ესტონეთი
13 ნოემბერი
ესპანეთი-საქართველო
17 ნოემბერი
საქართველო-შვედეთი
2016 წელი
23 მარტი
საქართველო-სან-მარინო
ივნისი
1-ლი სექტემბერი
ესტონეთი - საქართველო
6 სექტემბერი
საქართველო - ხორვატია
რაც შეეხება შვედეთი-საქართველოს თამაშს, რომელიც 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თარიღი მოგვიანებით, ფედერაციების შეთანხმების შედეგად დადგინდება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ შესარჩევ ციკლში ასეთი შემადგენლობით იმუშავებს: მთავარი მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე, ასისტენტები - ოთარ გაბელია, გელა ინალიშვილი; მეკარეების მწვრთნელი - დავით გვარამაძე.
სფფ-ის პრესსამსახური