დღევანდელი შეხვედრა, ისევე, როგორც მეორე მატჩი, ვაკეში, "მიხეილ მესხზე" შედგება და 14 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი სათადარიგო მოედანზეა, მეორე კი, შესაძლოა, ძირითადზე გაიმართოს.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ამ შეხვედრებით ასრულებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის სამზადისის თბილისურ ეტაპს.
3 მარტს ქართველი ჭაბუკები გერმანიაში გაემგზავრებიან და დასკვნით შეკრებას დიუსელდორფთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა ქალაქში გაივლიან. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გოჩა ტყებუჩავას გუნდის მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთი ირლანდია იქნებიან.
სლოვაკებთან შეხვედრის წინ
"სლოვაკეთის ნაკრები ძლიერი მეტოქეა. მის შესახებ ზოგადი წარმოდგენა გვაქვს - ფიზიკურად ძლიერი გუნდია, კარგი საფეხბურთო განათლებით. ჩანაწერი მოგვიტანეს. ჩვენც ვნახეთ და ბიჭებსაც ვაჩვენეთ...
რაც შეეხება ტრავმებს, ამ ეტაპზე გუნდს მხოლოდ ნინუა აკლია ნახევარდაცვის ხაზში. თურქეთიდან ჩამოვიდა და შემოგვიერთდა ვატო არველაძე. ლაშა ლეჟავა კი ნაოპერაციებია და ბოლომდე მის დატვირთვას, ალბათ, მოვერიდებით".
სლოვაკებთან მატჩებისთვის ნაკრების საწვრთნელ ცენტრ "ბასაზე" ტყებუჩავა და ნემსაძე ამ ფეხბურთელებს ამზადებდნენ:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), ლევან ისიანი (დინამო თბ);
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - დინამო თბ), გიორგი ბერძენაძე (ტორპედო), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), თორნიკე ჭურაძე (ზესტაფონი), ლუკა ასათიანი, დიმიტრი ვირუბოვი (ორივე - 35-ე სკოლა);
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა -საბურთალო), ვატო არველაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი (დინამო თბ), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე - ლოკომოტივი თბ);
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე - ლოკომოტივი თბ), თორნიკე მუზაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (დინამო თბ), გიორგი გვასალია (ვიტ ჯორჯია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"