მატჩის 33-ე წუთზე გიორგი დევდარიანის შეგირდები გაგი მარგველაშვილმა დააწინაურა.
იტალიელებმა ანგარიში 53-ე წუთზე (პარიჯინი) გაათანაბრეს და თამაშიც ასე დასრულდა.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ქურდაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, დუმბაძე, კილასონია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ზარანდია, კერძევაძე.
თადარიგში იყვნენ: გოშაძე, რ. ჭანტურია, ც. მესხი, ჩიხლაძე, ჭკუასელი, ჯაფიაშვილი, შულაია.