გიორგი დევდარიანი: არ არსებობს გუნდი, რომელთან ტოლ-სწორად თამაში არ შეიძლება

AutoSharing Option
25 თებერვალს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ჯენზანოში მასპინძელთა თანატოლთა გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.


თამაშის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს:

გიორგი დევდარიანი:
"თამაში რთულ პირობებში მოგვიხდა. მეორე ტაიმში გრუნტი დამძიმდა, ატალახდა და ლოგიკურია, რომ ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. თუმცა, კმაყოფილი ვარ და დღევანდელი თამაშისთვის ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო.

უპირველესად, კმაყოფილი ვარ თამაშის ხარისხით. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები - ზურაბ
მალანია, გიორგი თევზაძე, ლადო მოხევიშვილი
და რომან ჭანტურია გვაკლდნენ, მათ ნაცვლად გამოძახებულმა ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, რითიც დაამტკიცეს, რომ ნაკრებში ძალიან ძლიერი და ჯანსაღი კონკურენციაა და რომ ძირითადში მოხვედრის ამბიცია ყველას საფუძვლიანად გააჩნია. ეს ძალიან მახარებს.

რაც შეეხება მეტოქეს, იტალიის ნაკრები ამ ასაკში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მთავარი ისაა, რომ ბიჭებმა კიდევ ერთხელ ირწმუნეს თავიანთი ძალების. გამოჩნდა, რომ არ არსებობს გუნდი, რომელთან ტოლ-სწორად თამაში არ შეიძლება".

კომენტარი გააკეთა იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ალესანდრო პანემაც:

"ჩვენ ელიტრაუნდისთვის მზად ვართ. ასეთი მოედნისა და პირობების გათვალისწინებით, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. მეტოქის რიგებში კი ძალიან კარგად ითამაშა მეკარემ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დევდარიანის ნაირი მწვრთნელები რო გვყავდეს ძაან მაგარი იქნებოდა,და ამ ადამიანზე იძახიან რო არ ესმისო ,ტიპი ყველანაირად გაწონასწორებული ადამიანია და ტავისი საქმის ერთგული,მეტი რა ქნას?მარა ქართველებში სჰური და ბოღმა ყოველთვის იყო და იქნება,რა თქმა უნდა გამონაკლისები არიან..........დევდარიანი ნაკრებსაც დაამშვენებდა.. ასეა ეს....ნათესავი არ გეგონოთ საერთოდ არ ვიცნობ ახლოს ამ ადამიანს.
0
Mაგარია ჯიგრები ხარტ!
Qartveli
23:24 26-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული