აღსანიშნავია, რომ იტალიის 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდნენ "ნოვარასა" და "უდინეზეს" მეკარეები; ფეხბურთელები "მილანიდან", "უდინეზედან", "ნაპოლიდან", "ემპოლიდან", "პერუჯადან", "ინტერიდან", "ტორინოდან", "პალერმოდან", "ფიორენტინადან", "ლაციოდან", "ვიჩენცადან", "ჯენოადან"... ამ ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში...
მოკლედ, ეს იტალიური ფეხბურთის მომავალია და ცხადია, საკუთარ სტადიონზე ფავორიტად ითვლებოდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ იტალიამ შესარჩევი ეტაპი გრიალით
ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ქართველებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ჯენზანოში ორი დღე წვიმდა და მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო - ფეხბურთელებს, ფაქტობრივად, თამაში ტალახში მოუხდათ.
ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა. დევდარიანის ბიჭებს ყველაფერი გამოსდიოდათ და აკი დაწინაურდნენ კიდეც - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს "საბურთალოს" მცველმა გაგი მარგველაშვილმა თავურით კარში მიუჩინა ადგილი - 0:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. ბურთი ჩვენს ნახევარზე დავკარგეთ, რითიც იტალიელებმა ისარგებლეს და "პერუჯას" ნახევარმცველმა ვიტორიო პარიჯინიმ ზუსტად დაარტყა - 1:1.
დარჩენილ დროში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
აღსანიშნავია, რომ იტალიელთა რიგებში შეცვლაზე შევიდა "ინტერის" თავდამსხმელი ფედერიკო ბონაცოლი, რომელმაც სერია A-ში სადებიუტო შეხვედრის გამართვა და ევროპის ლიგაზე თამაშიც მოასწრო.
ამ სპარინგით საქართველოს ნაკრების ხანმოკლე შეკრება დასრულდა. ასეთ სოლიდურ მეტოქესთან გასვლაზე ნათამაშები ფრე გვაიმედებს, რომ ეს გუნდი ელიტრაუნდში ძლიერ მოწინააღმდეგეებთანაც (ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი) ღირსეულად იბრძოლებს.
მატჩის შემდეგ:
გიორგი დევდარიანი: არ არსებობს გუნდი, რომელთან ტოლ-სწორად თამაში არ შეიძლება
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
25.02. ჯენზანო. იტალია. სტადიო კომუნალე
იტალია-საქართველო 1:1
გოლები: 1:0 მარგველაშვილი (32), 1:0 პარიჯინი (53)
იტალია: სკუფეტი (80. მონტიპო), კალაბრია (46. ჯემინიანი), ტროიანი (46. პორტო), მურჯია (79. პულიეზე), სკაჩა, კოპოლარო, პარიჯინი (70. პალომბი), სბრისა (64. ჯერლი), ჩერი (55. მინელი), ბენტივენია (64. მოლფეტა), პანიკო (58. ბონაცოლი).
საქართველო: ქურდაძე, ჩაბრაძე, დუმბაძე (70. ჯაფიაშვილი), მარგველაშვილი, ტაბიძე, კილასონია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი (75. მესხი), ბერიძე (63. შულაია), ზარანდია, კერძევაძე (88. ჭკუასელი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ლაივი Fიდი იმიტო ვერ გავაკეთეთ სტადიონს ინტერნეტი არ მიეწოდებაო", ქართულმა სპორტულმა პორტალმა შეიცხადა, ამ დროს ბეტ-365 ლაივ Fიდი ჩვეულებრივად მიდიოდა!!! :)