საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ანტალიაში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ გვითხრა.

"99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში, ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და უკრაინა იქნებიან", - გვითხრა არველაძემ.

როგორც შევიტყვეთ, ქვეყნის რანგით მეორე გუნდი თურქეთში 23 მარტს გაემგზავრება, სპარინგები კი, სავარაუდოდ, 25 და 27 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ევროშესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდელებს ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთისა და სან მარინოს ნაკრებთა წინააღმდეგობის
დაძლევა მოუწევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული