სლოვაკ თანატოლებთან გამართული ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩის შემდეგ გოჩა ტყებუჩავას გუნდმა საწვრთნელი პროცესი კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გააგრძელა. დღეს დილით 17-წლამდელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს და უკვე გასამგზავრებლად ემზადებიან.
როგორც აღვნიშნეთ, ჰოლანდიაში წასვლამდე 17-წლამდელთა ნაკრები დასკვნით შეკრებას გერმანიაში გაივლის. დიუსელდორფში ჩასვლის შემდეგ გუნდი დუისბურგში გაემგზავრება და სპორტკომპლექს "Sportschule Wedau"-ში დაბინავდება. იქვე წარიმართება საწვრთნელი პროცესიც.
გოჩა ტყებუჩავას თან 20 ფეხბურთელი მიჰყავს, ჰოლანდიაში წასვლამდე კი ორ მათგანს საქართველოში დაბრუნება
ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალო"), ლევან ისიანი ("დინამო", თბილისი).
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - "დინამო", თბილისი), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ ბულუხაძე ("საბურთალო"), თორნიკე ჭურაძე ("ზესტაფონი").
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა - "საბურთალო"), ვატო არველაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), აკაკი ყურაშვილი ("დინამო", თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), ერეკლე მალაზონია ("მერანი", მარტვილი).
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), თორნიკე მუზაშვილი ("საბურთალო"), ირაკლი ბუღრიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია").
17-წლამდელები ჰოლანდიაში 10 მარტს ჩავლენ, 12 მარტიდან კი ელიტრაუნდის შეხვედრები დაიწყება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით