გიორგი დევდარიანის გუნდთან ფრედ დასრულებული პირველი შეხვედრის შემდეგ უკრაინელთა დამრიგებელმა ოლექსანდრ გოლოვკომ შემადგენლობა შეცვალა - მარიან შვედი და დენის ბელოუსოვი მოედანზე პირველივე წუთებიდან შეუშვა, ხოლო დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა ლიდერები - ალექსანდრ ზუბკოვი და ბექა ვაჩიბერაძე ამჯერად რეზერვში დატოვა.
როგორც უკრაინელები წერენ, მასპინძელთა შეტევებს ყველაზე მეტად სწორედ შვედი და ბელოუსოვი ამწვავებდნენ.
უკრაინელები განსაკუთრებით მარცხენა ფლანგიდან აქტიურობდნენ. პირველი რეალური საგოლე მომენტი ამ მიმართულებით წამოწყებულ შეტევას მოჰყვა, როცა
ამას ქართველების სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა, მაგრამ აკაკი შულაიამ ძელთან ფლანგური გადაცემა ვერ "ჩაკეტა" - მარტვილის "მერანის" ფეხბურთელი ბურთს ვერ მისწვდა.
მალე უკრაინელებმა ანგარიში გახსნეს - კუთხურიდან გათამაშებული ბურთი დმიტრო კლიოცმა საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი დარტყმით ჩვენების კარში გაგზავნა - 1:0.
ამის შემდეგ შებეტუნის დარტყმული ძელს მოხვდა, 29-ე წუთზე კი ვეღარ გადავრჩით - ბელოუსოვის პასით შვედმა ვარდნაში გაგვიტანა - 2:0.
უკრაინელთა მტკიცებით, მათ მეკარეს, კიევის დინამოელ ვადიმ სოლდატენკოს პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. შულაიას მომენტის შემდეგ ქართველებმა ის მხოლოდ 33-ე წუთზე შეაწუხეს - შეტევაში ჩართულმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ კარში კი დაარტყა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
უკრაინელები მეორე ტაიმშიც უტევდნენ: მაქსიმ ტრეტიაკოვსა და იგორ კირიუხანცევს სიზუსტე არ ეყოთ, ქართველმა ვაჩიბერაძემ კი თავისი შანსით ისარგებლა - ლადო მოხევიშვილის მიერ ზუბკოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა - 3:0.
74-ე წუთზე ვაჩიბერაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ქურდაძემ მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია.
დევდარიანის გაწვრთნილებს პრესტიჟის გოლის გატანის შანსი დამატებულ დროში მიეცათ, მაგრამ გიორგი ხორხელის დარტყმის შემდეგ მასპინძლები ძელმა იხსნა.
ამ მატჩით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდამდელი ბოლო შეკრება დაასრულა. პატარა "ჯვაროსნები" მაისის ბოლოსკენ შეიკრიბებიან, 29-ში კი ელიტრაუნდის პირველ შეხვედრასაც გამართავენ.
U19. ამხანაგური მატჩი
უკრაინა-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 კლოტცი (14), 2:0 შვედი (29), 3:0 ვაჩიბერაძე (63-პენ)
უკრაინა: სოლდატენკო, ოსმანი, მატვიენკო, შვედი (58. კვიჩი), კირიუხანცევი, ბელოუსოვი (46. მისიკი), შებეტუნი (58. ზუბკოვი), ზოტკო, ლუკიანჩუკი (46. ვაჩიბერაძე), კლოტცი (68. კაზაკოვი), ტრეტიაკოვი.
საქართველო: ქურდაძე - ჩაბრაძე (46. დუმბაძე), მარგველაშვილი, ტაბიძე, მალანია - მოხევიშვილი (75. მამუჩაშვილი), ხარაიშვილი - შულაია (46. ხორხელი), კვირკვია, ბერიძე (68. გოგუაძე) - გოშთელიანი.
გაფრთხილება: ლუკიანჩუკი (26) ზოტკო (38) ვაჩიბერაძე (60) - მარგველაშვილი (40)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"