ეს ამბავი ელიტრაუნდამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანსაც გაახარებს და გულშემატკივარსაც. ვინც შესარჩევ ციკლში მისი თამაში ნახა, ყველა დაგვეთანხება, რომ "გენკის" ქართველი ლეგიონერი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და ლიდერია. სასიხარულო ისიცაა, რომ 18 წლის თავდამსხმელი კარგა ხანს ვერ ვარჯიშობდა და ახლაღა მომჯობინდა.
"დაახლოებით ორთვე-ნახევრის წინათ კუნთი გამიწყდა და მას შემდეგ ვისვენებდი, მაგრამ ტრავმა უკვე მოვირჩინე, კუნთი აღდგა და ვარჯიში აპრილში დავიწყე. ახლა უკვე
18 წლის თავდამსხმელს ელიტრაუნდზე საქართველოს შანსებზეც ვკითხეთ:
"რა თქმა უნდა, რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ დევდარიანმა მომზადების გეგმა შეადგინა და ფეხბურთელები მის შესრულებაში უნდა მივეხმაროთ. ეს ყველამ უნდა გაითავისოს, რომ მერე თამაშის დროს არაფერი აგვერიოს".
ლუკას მშვენიერი თამაშის დამსახურებაც იყო, საქართველომ შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში რუმინეთი 3:1 რომ დაამარცხა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, მაგრამ ბოლო წუთზე არბიტრმა მინი-ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზარანდია ესპანეთთან პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ლუკა ამას განიცდის:
"შესარჩევში მიღებული ორი ყვითელი ბარათის გამო გუნდს პირველ თამაშში ვერ დავეხმარები, არადა, ესპანეთთან თამაში ძალიან მინდოდა. საწყენია, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. იმედია, გუნდს წარმატების მიღწევაში შემდეგ ორ ტურში დავეხმარები".
ზარანდია კიდევ ერთხელ შეეხო "გენკთან" მისი სამომავლო ურთიერთობის საკითხს:
"გუნდში ალექს მაკლიშის შემცვლელი ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, მე კი ბელგიაში 19 ივნისს უნდა ჩავიდე, გუნდთან ერთად შეკრება გავიარო და საკონტროლო შეხვედრები ჩავატარო. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და ბევრიც გაირკვევა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"