"სამტრედიამ" ილია კერძევაძე 19-წლამდელთა ნაკრებს დაუთმო

AutoSharing Option
ერთი კვირაა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება.

გიორგი დევდარიანი გუნდს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშებს.

შეკრების პირველ დღეს "სამტრედიიდან" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, გიორგი თევზაძე გამოცხადდა, ილია კერძევაძე კი გუნდთან ერთად 26 მაისს თბილისის "დინამოსთან" გასამართავი თასის ფინალისთვის ემზადებოდა. ამის მიუხედავად, იმერულ კლუბში ნაკრების ინტერესი გაითვალისწინეს და კერძევაძეც დევდარიანის განკარგულებაში გაუშვეს.

ამგვარად, ნაკრებში ახლა მხოლოდ სამ ფეხბურთელს ელიან - "ემპოლის" თავდამსხმელ რომან ჭანტურიას, თბილისის "დინამოს" შემტევ ოთარ კიტეიშვილსა და გიორგი არაბიძეს, რომელიც თბილისის "ლოკომოტივს" უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის მატჩებში
ეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული