იტალიიდან ჩამოვიდა რომან ჭანტურია; საქართველოს თასის ფინალის გუშინდელი გამარჯვებული - "დინამოელი" ოთარ კიტეიშვილი გუნდს გუშინ საღამოსვე შეუერთდა.
დღეს 19-წლამდელთა რიგებში ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს ბექა ქურდაძე. "საბურთალოსა" და საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ხვალიდან 21-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე გადაინაცვლებს და სან მარინოსთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ალექსანდრე ჩივაძის გუნდთან ერთად მოემზადება.
ხვალ, 28 მაისს, 16:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში ტურნირისწინა
მედიის წარმომადგენლები იქვე შეძლებენ ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციების აღებას.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში კი 16:30 საათიდან "მიხეილ მესხის" სტადიონზე დაიწყება და მედიისთვის, ტრადიციულად, საწყისი 15 წუთით იქნება ღია. ამავე სტადიონზე, 18:00 საათიდან ესპანეთის ნაკრები ივარჯიშებს.
ელიტრაუნდის სრული კალენდარი კი ასე გამოიყურება:
29 მაისი
14:00 - პორტუგალია vs თურქეთი ("მიხეილ მესხი 2")
17:00 - ესპანეთი vs საქართველო ("მიხეილ მესხი")
31 მაისი
14:00 - ესპანეთი vs თურქეთი ("მიხეილ მესხი 2")
17:00 - საქართველო vs პორტუგალია ("მიხეილ მესხი")
3 ივნისი
17:00 - პორტუგალია vs ესპანეთი ("მიხეილ მესხი 2")
17:00 - თურქეთი vs საქართველო ("მიხეილ მესხი").
19-წლამდელთა ელიტრაუნდში ეს ბოლო ჯგუფია, სადაც გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვეს გერმანიამ, რუსეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა და უკრაინამ. ფინალური ეტაპის მასპინძელი კი წელს საბერძნეთია და მასპინძელთა ნაკრები ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის გარეშეა დაშვებული.
29 მაისიდან საქართველოს ნაკრების სამივე მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური