პირველი არხის კომენტატორის შეცდომამ "ქართული ინტერნეტი" დაიპყრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პირველი არხის" კომენტატორ სანდრო ცნობილაძეს 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩის დროს, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ეთამაშებოდნენ, პირველი გოლის ეპიზოდში სტუმარი და მასპინძელი ფეხბურთელები ერთმანეთში აერია.

მოგვიანებით ცნობილაძემ ამ შეცდომის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

აღნიშნული მომენტი ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში და სხვადასხვა ფორუმზე განხილვის თემად იქცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი, რომელიც 31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.

ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში უკვე მეორე შეხვედრა წააგო და ამით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი
დაკარგა. პირველ მატჩში გიორგი დევდარიანის შეგირდები ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]

არქიმანდრიტი ანთიმოზი: არც ნასვამი ვყოფილვარ და არც რუმინელი მსაჯი მიცემია
მკითხველის კომენტარები / 24 /
ეგ იმის ბრალია, რომ თამაშს არ უყურებს და მუდმივად რაღაც ისტორიებს იხსენებს მინაშვილთან ერთად თითქოს ვერის პარკში იყოს და ვიღაცას უმტკიცებდეს ცოდნას. მაყურებელს აინტერესებს მოქმედება მოედანზე. ეს არაა თამაშის კომენტარი.
სიმართლე უნდა ითქვას
01 ივნისი 2015 17:29
0
ძალიან უხეში შეცდომაა.ფეხბურთელებს ვერ ცნობდა, თან ფორმებიც აერია.მოთელვას არ უყურა ნეტა.
ჯ.ჩ.
01 ივნისი 2015 17:09
0
აუუუუუ ამან ობოლაძესაც გადაუჯოკრა
soccerfan
01 ივნისი 2015 16:15
0
შეიძლება ფორმა აერია,მაგრამ შავკანიანი და თეთრკანიანი ფეხბურთელები მაინც როგორ ვერ გაარჩია ერთმანეთში?
მართლა ძალიან უცნაირია...
Zaza
01 ივნისი 2015 14:47
0
მას ეს უპატიებელი შეცდომა მოუვიდა(იმას არ ვამბობ რომ ცოდვაში ეთვლება)და მის ადგილას აღარ გავაშუქებდი იმას რაც მისთვის პრობლემად ქცეულია
Nukri
01 ივნისი 2015 13:16
0
ცნობილაძეს პირველად არ მოსვლია ამგვარი შეცდომა.მისი ყოველი სატელევიზიო კომენტარი გამაღიზიანებელია, თითქოს მასზე მეთი არავინ არაფერი იცის...ნუ გამოგყავთ ..... ტელევიზიით...
status quo
01 ივნისი 2015 12:14
1
მაგრად მაინტერსებს როგორ ხსნის თვითნ ?? მთვრალი ყიო არ უყურებდა მოედნას თუ რა ხდებოდა უბრალოდ აგვხისნას რა
კახეთი
01 ივნისი 2015 12:10
0
რა კაი ბიჭი იყო...დაბერდა...
გიორგი
01 ივნისი 2015 12:05
0
ჰოო, ასეთი იაღლიში სანდროს ნამდვილად არ ეკადრება, რაც ძალიან სასაცილო იყო. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ სიკლ-ტვ-ს ბიჭებს თუ არ ჩავთვლით, ეს ერთადერთი კომენტატორია საქართველოში, ვისაც თამაშის წაკითხვა და ანალიზი შეუძლია...
მამუკა
02 ივნისი 2015 10:35
1
ცოტა პოზიტიურად შეხედეთ მე მაგალითად სკამიდან გადავვარდი სიცილით , აბა რო ვაგინოთ და ვაფურთხოთ რას შევცვლით, მე მაინც ჩემი ცნობილაძე მირჩევია სხვა ყველა მაგარ კომენტატორს , დარწმუნებული ვარ გულში თქვენც ასე ფიქრობთ
beqa
02 ივნისი 2015 02:39
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული