ირლანდიაში ცოცხალ ფეხბურთელს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

AutoSharing Option
ირლანდიის სამოყვარულო ლიგაში კურიოზი მოხდა.

ლიგაში ტურის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყო და ფეხბურთელებს შავი სამკლავურები ეკეთათ. ფეხბურთელები და ლიგა "ბელიბრეკის" ფეხბურთელის, ფერნანდო ნუნო ლა ფუენტეს გარდაცვალებას გამოეხმაურნენ და მას ამით პატივი მიაგეს.

"ბელიბრეკმა" ლიგას უთხრა, რომ ესპანელი სტუდენტი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

შემდეგ გაირკვა, რომ ლა ფუენტე უბრალოდ ესპანეთში დაბრუნდა ოჯახთან ერთად, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. ის ცოცხალია და ავტოკატასტროფაში არ მოყოლილა.

კლუბმა ყოფილ ფეხბურთელს და ლიგას ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო. ლა ფუენტეს ვითომდა გარდაცვალების გამო "ბელიბრეკის" მატჩი გადაიდო.

კლუბის თანამშრომელი, რომელმაც პირველმა
მოიტანა ინფორმაცია ესპანელი ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაათავისუფლეს.

მომზადებულია independent.ie-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბებია ელპიტეს თემაა
ზვიადი
09:07 29-11-2018
0

სიახლეები პოპულარული