გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) საფინალო სასტვენის მერე რუმინელ მსაჯ რადუ პეტრესკუს გასახდელში შეუვარდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"გასახდელების გვირაბამდე შემოაღწია, სტიუარდს უთხრა, ჩემი სულიერი შვილები წაგებას განიცდიან და უნდა დავლოცოო. მერე შემოვარდა და მსაჯისკენ გაიწია. სტიუარდებმა დროულად მოახერხეს მისი გაყვანა.
უეფას დელეგატმა გუშინ შეადგინა რაპორტი, სადაც დაწვრილებით აღწერა ყველაფერი და გადააგზავნა ორგანიზაციის
ტურნირი ძალიან კარგად მიდიოდა, უეფას დელეგატისგან დადებითი შეფასებები იყო, ახლა კი ფულადი ჯარიმა იქნება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს", - ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში გააკეთეს.
არქიმანდრიტი ანთიმოზი ბრალდებას უარყოფს და მას სოციალურ ქსელში პასუხობს: "ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესკუს გასახდელში შევუვარდი ნასვამი და ვცემე! სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევვარდნილვარ. გასასვლელში ვიდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში რუმინელი ასე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო".
"ლელოსთან" კი არქიმანდრიტმა ანთიმოზმა შემდეგი ბრძანა:
"ესპანეთთან და პორტუგალიასთან ჩვენი 19-წლამდელების თამაშებს რომ დავესწარი, მსაჯობით გაოცებული დავრჩი. ამ ევროპელებს მეორეხარისხოვანი ხალხი ვგონივართ!
საბჭოთა კავშირში რუსი მსაჯები გვჩაგრავდნენ, ახლა კი იმავეს ევროპელები აკეთებენ, თანაც - თბილისში!
მატჩის შემდეგ ჩავედი გასახდელში, ზარანდია რომ დამეწყნარებინა. ლუკა ნიჭიერი ბავშვია და ემოციებმა სძლია. ამ დროს გასახდელების გვირაბში მსაჯი შემოვიდა და ვუთხარი - ასეთი რამ ანთიმოზ ივერიელის ქვეყნის წარმომადგენელს არ გეკადრებათ-მეთქი.
კი ბატონო, აკრედიტაციის გარეშე არ უნდა ვყოფილიყავი და პეტრესკუსაც ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ადამიანურად შენიშვნა მივეცი და საიდან მოიტანეს, რომ ნასვამი ვიყავი, დებოში ავტეხე და გასახდელში შევვარდი. ეს დიდი სიცრუეა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეს თუ ვინმეს შეუვარდა, თუ მითუმეტეს ხელით შეეხო და თუ მითუმეტეს ნასვამი იყო სერიოზულად დასასჯელი გინდა არქიმანდრიტი იყოს და გინდა ქურუმი...
მაგრამ ამდენი თუ იმიტომ დავწერე რომ ჯერ არაფერია გარკვეული, კაცი იძახის არაფერი მსგავსი არ ყოფილაო და გაირკვეს და მერე ლანძღეთ...
თქვენი თვალით არ გინახავთ, მსაჯის და დელეგატის პატაკი თქვენ არ წაგიკითხავთ და ვიღაც სტიუარდის ნაჭორავების გამო კაცს ლანძღავთ?
მე კაცებს მივმართავ რომ კაცურად მოიქცნენ თორემ ეკლესიის მაგინებლები რომ ამ ფაქტს გამოიყენებენ და ენას არ გააჩერებენ ეგ კი ვიცი...