U19. საქართველო VS თურქეთი - პრესტიჟის მატჩი

AutoSharing Option
დღეს, 3 ივნისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში ბოლო შეხვედრას თურქ თანატოლებთან გამართავს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დევდარიანის გუნდმა ელიტრაუნდის პირველ ჯგუფში ჩატარებული ორივე მატჩი წააგო - ესპანეთთან (1:4) და პორტუგალიასთან (2:3), რითაც ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

ჯგუფში პირველობისთვის ერთმანეთს სწორედ ესპანეთისა და პორტუგალიის 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან, მატჩი კი "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე, ასევე 17:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება, ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის. ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვეს გერმანიამ, რუსეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, უკრაინამ და მასპინძელმა საბერძნეთმა.

U19. ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. III ტური
3 ივნისი
17:00 პორტუგალია-ესპანეთი (მ. მესხი, სათ)
17:00 თურქეთი-საქართველო, (მ. მესხი) LIVE I არხზე

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 9-1 6
2. პორტუგალია 2 2 0 0 9-3 6
3. საქართველო 2 0 0 2 3-7 0
4. თურქეთი 2 0 0 2 1-11 0.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]
U19. საქართველო-ესპანეთი 1:4 - ელიტრაუნდი წაგებით დავიწყეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
უეჭველი უნდა მოვიგოთ!!!!!!!!
გენო
14:49 03-06-2015
0

სიახლეები პოპულარული