საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა "პრეზიდენტის თასისთვის" მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (1999 წელს დაბადებულები), გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით, "ბასაზე" ვარჯიშობს და ყაზახეთში გასამართი "პრეზიდენტის თასის" გათამაშებისათვის ემზადება.

12 და 15 ივნისს, ეს გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს აზერბაიჯანელ თანატოლებთან. მატჩებს თბილისის "დინამოს" აკადემია უმასპინძლებს. ორივე თამაში 18 საათზე დაიწყება.

16 ივნისს კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირში ("პრეზიდენტის თასი") მიიღებს მონაწილეობას.

გოჩა ავსაჯანიშვილმა ამ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დინამო, თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ამაშუკელი
(ყველა - 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ყველა - დინამო, თბ);
ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი (ყველა - დინამო, თბ), ვახტანგ კოპლატაძე, გიორგი კაკულია (საბურთალო), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე - 35-ე სკოლა), უჩა ჯანაშია (ჩემპიონი);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბევრი ზედმეტი წაიყვანა ოზბეთელაშვილი რა წასაყვანი იყო ხალხო სირცხვილია ცემი არავინ არაა მანდ მაგრამ გული დამწყდა აქაც რაგაცეები შევამჩნიე სირცხვილია ტო
0
რა ჩემპიონი 35 სკოლისაა
ROMA
14:20 13-06-2015
0

სიახლეები პოპულარული