ალექსანდრე ჩივაძე: ხორვატია ძლიერია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გვინდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ხორვატიასთან ევროშესარჩევი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქვეყნის რანგით მეორე გუნდი ხორვატიაში 3 სექტემბერს ითამაშებს...

- საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტური რომ დასრულდა, შეკრება სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დავიწყეთ, - თქვა ჩივაძემ პრესკონფერენციის დასაწყისში, - ჩვენს ჯგუფში მოულოდნელობები უკვე მოხდა. სან მარინოს 3:0 რომ მოვუგეთ გასვლაზე, იმ გუნდმა ესტონეთში ფრედ ითამაშა...

ჩვენს განკარგულებაში ამჟამად 15 ფეხბურთელია. სამშაბათს შემოგვიერთდებიან გოშაძე, პაპუნაშვილი, დვალი და აბურჯანია. ოთარ კაკაბაძე ჩვენთან იყო, მაგრამ კახა ცხადაძემ მას ეროვნულ გუნდში უხმო. ხორვატიასთან მატჩის
შემდეგ ცინცაძე და პაპუნაშვილი ირლანდიაში წავლენ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან.

- რატომ არ არის ახალგაზრდულ ნაკრებში გიორგი გოროზია?
- ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეთ. ჩვენ გვინდოდა ბელგიაში მოთამაშე შენგელიასა და ტაბიძის გამოძახება, მაგრამ ორივე ტრავმირებულია. რაც შეეხება ზარანდიას, ის დისკვალიფიცირებულია. ტრავმა აქვს დინამოელ საბა ლობჟანიძესაც. ჯანმრთელად არ არის შულაია... ჩვენ გვაქვს გაფართოებული სია, რომელშიც არიან იგივე გოროზია, გავაშელიშვილი, ვოლკოვი, დარციმელია...

- რას იტყვით ხორვატიის ნაკრებზე?
- ძლიერ მეტოქესთან გვექნება საქმე. ხორვატებს უმაღლესი დონის 3 ფეხბურთელი ჰყავთ. კოვაჩიჩი "რეალში" თამაშობს, ჰალილოვიჩი "ბარსელონას" საკუთრებაა, ხოლო პაშალიჩი "ჩელსის" ეკუთვნის.

- ივო შუშაკს ხომ არ ელაპარაკეთ?
- არა, თუმცა ვიცი, რომ ის თამაშს დაესწრება.

- ოთარ კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებს უფრო არ სჭირდება?
- მესმის კითხვის არსი, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებს ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების მომზადება ევალება.

- რა არის მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიზანი?
- ჩვენ მუდამ მაღალ მიზანს ვისახავთ. ნიჭიერი თაობა გვყავს და ფინალურ ეტაპზე გასვლა გვინდა.

საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ამ შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი);
მცველები: გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ხარაიშვილი, გაგი მარგველაშვილი (ორივე - საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ნიკა სანდოხაძე, დაჩი ცნობილაძე (ორივე - სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია);
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - დინამო თბ), ავთო ენდელაძე (სამტრედია), მათე კვირკვია (დილა), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე - საბურთალო).

პრესკონფერენციის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონის მინდორზე ივარჯიშა. წვრთნა საათზე მეტხანს გაგრძელდა და ერთობ საქმიან ვითარებაშიც ჩაიარა. ჩივაძის ნაკრები ხორვატიაში წუხელ გაემგზავრა.

ხორვატიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 3 სექტემბერს, ხორვატიის ქალაქ კოპროვნიცაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხოჭოლავა რატო არაა ნაკრებში და კიკაბიძე, ან ჰუფნაგელი
Bacho
02 სექტემბერი 2015 01:21
0
555 საშა ჩივაძეზე რომ იტყვი დაბალი დონის მწვრთნელიაო,ესეიგი პეხბურთთან ძალიან შორს ხარ
giorgi
01 სექტემბერი 2015 20:58
0
ბატონი ალექსანდრე ყველაზე წარმატებული მწვრთნელია!მჯერა რომ არ წააგებენ
giorgi
01 სექტემბერი 2015 20:56
0
მგონი ჯობდა გოშთელიანი 19 ეტებს დახმარებოდა
irakli arqania
01 სექტემბერი 2015 16:04
0
მთივლიშვილი ცხადაძემ გამოიძახა
სმტ
01 სექტემბერი 2015 14:24
0
ეხ, რა კარგი ფეხბურთელი იყო და რა დაბალი დონის მწვრთნელი და სპეციალისტია, მეორე თუ მესამე ციკლია და დასაწყისში სულ ერთნაირად ლაპარაკობს, არიქა ძალიან ნიჭიერი თაობა მოვიდა და ახლა დავანგრევთ, ყველაფერსო მაგრამ ისევ და ისევ იმედგაცრუება და ;;;;;;;;;
555
01 სექტემბერი 2015 13:27
0
ხოჭოლავას ასაკის გამო აღარ უწევს უკვე 21წლიანებში თამაში , კიკაბიძეს სათამაშო პრაქტიკა აქ აქვს ხოლო ჰუფნაგელის ქართულ პასპორტს ვადა აქვს გასული და ახალი უნდა გაუკეთონ
შაკო-ს
01 სექტემბერი 2015 13:19
0
რატომ არ დაუძახა დათო მთივლიშვილს და ლუკა კიკაბიძეს?
შაკო
01 სექტემბერი 2015 12:49
0
ხოჭოლავა რატო არაა ნაკრებში და კიკაბიძე, ან ჰუფნაგელი
შაკო
01 სექტემბერი 2015 11:48
0

სიახლეები პოპულარული