ბექა ქურდაძე: დაკარგული ჯერ არაფერია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთს 3:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. საკვალიფიკაციო ეტაპის ამ შეხვედრაში ქართველებიდან ოთარ კაკაბაძემ, ნიკა კაჭარავამ და ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინეს თავი.

მატჩის შესახებ და გუნდის შანსებზე ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ...

ბექა ქურდაძე, ახალგაზრდული ნაკრების მეკარე:

"ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად ესტონელებთან სამი ქულა აუცილებლად უნდა მოგვეპოვებინა. მეტოქე საკმაოდ ათლეტური და განათლებული ჩანდა, მაგრამ ყველანაირად ვაჯობეთ.

მიმაჩნია, რომ ჯერ არაფერი დაკარგული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის გარდა, ჯგუფში
ხორვატია და შვედებიც ძალიან კარგად თამაშობენ.

მადლობა იმ გულშემატკივრებს, წვიმისა და უამინდობის მიუხედავად, სტადიონზე რომ მოვიდნენ და გაგვამხნევეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი მეკარეა ბექა, წარმატებები !
საფეხბურთო ფაქტები & სტატისტიკები
15:13 15-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული