ნიკა კაჭარავა: როგორ უნდა გაიზარდოს აქ ფეხბურთელი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თუ ვინმეზე ვიტყვით, გამორჩეული ფორვარდიაო, ეს, უდავოდ, ნიკა კაჭარავაა. შემთხვევითი არ არის, რომ "ცხინვალის" შემტევი უმაღლესი ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

კაჭარავას გარჯას ყურადღებით აკვირდება ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე. ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გოლით გამოირჩა ესტონეთთან სანაკრებო მატჩში, ესპანეთთან თბილისურ შეხვედრაში კი მას თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია...

"ლელო" ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ნიკა, უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ ესპანეთთან და ესტონეთთან ჩატარებული მატჩები...
- ესპანეთს
ამ ასაკში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს, თუ არა - მთლად საუკეთესო. გულშემატკივარმა ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. შეგვეძლო, არ წაგვეგო და ეს რეალურიც იყო, მაგრამ... საბოლოოდ მაინც დავმარცხდით...

რაც შეეხება ესტონეთთან მატჩს, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო. ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და არ გვაქვს უფლება, აუტსაიდერებთან ქულები დავკარგოთ. გავიტანეთ სწრაფი გოლი, რამაც მშვიდად თამაშის საშუალება მოგვცა.

- საინტერესოა, რატომ არ მოგეცათ ესპანეთთან თბილისურ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი?
- არ ვიცი...

- ესტონეთთან გატანილ გოლს როგორ იხსენებთ?
- ჩემი გოლი მთლიანად გუნდური გარჯის დამსახურებაა. ყველამ იდეალურად გააკეთა თავისი საქმე და შედეგად მივიღეთ ეს გოლი.

- მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს შემართება მოაკლდა. რა იყო ამის მიზეზი?
- მეორე ტაიმში ვცდილობდით, უფრო დიდხანს შეგვენარჩუნებინა ბურთი. ესტონეთი მთელი მატჩის განმავლობაში თავისი ნახევრიდან გვეთამაშებოდა. თავადაც ნახავდით, რიგ ეპიზოდებში მათ ნორმალურად გამოსდიოდათ კონტრშეტევები. რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ჩვენს კართან ამის ხარჯზე. ასეთი ტაქტიკით ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკი.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი?
- ნოემბერში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება. რა თქმა უნდა, შანსი არის და ამ შანსის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით. ჩვენს უშუალო კონკურენტებთან გვაქვს თამაში და ვფიქრობ, ოთხი ქულის აღება რეალურიც არის და მისაღებიც.

- როგორია ნაკრების შიდა სამზარეულო?
- იდეალური მდგომარეობაა. დიდი ხანია, ეს გუნდი ერთად მოდის. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის...

- თქვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში არის ისეთი პირობები, რომ ფეხბურთელი ევროპულ დონემდე გაიზარდოს?
- როგორ შეიძლება, ფეხბურთელი გაიზარდოს ჩემპიონატში, რომელიც სულ ჩაშლის პირასაა? 3-4 გუნდის გარდა, ყველგან პრობლემებია. ეს ყველამ ვიცით...

- თავის დროზე მამათქვენმა, კახა კაჭარავამ, საინტერესო ისტორია მიამბო. მითხრა, ნიკას იმდენად უყვარდა ფეხბურთი, ჩუმად შეუგროვებია ფული და ისე წასულა, მამამ არ დამიშალოსო... დღესაც ასე გიყვართ ფეხბურთი?
- მოკლედ ვიტყვი: საფეხბურთო მოედანი იყო ერთადერთი ადგილი ჩემს ცხოვრებაში, სადაც წასვლა არ მეზარებოდა.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ნიკა კაჭარავა მალე რომელიმე უცხოურ კლუბში ვიხილოთ?
- როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს, მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა უცხოეთში გავაგრძელო.

- რომელ სათამაშო კომპონენტებში გჭირდებათ მომატება?
- ჩემი აზრით, განვითარება და წინსვლა ყველა სათამაშო კომპონენტში მჭირდება და ეს გზა უნდა გავაგრძელო.

- საქართველოს ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობთ. ალბათ, საუკეთესო მეგოლეობაზეც ფიქრობთ...
- რა თქმა უნდა, კარგია ბომბარდირობა. კარგია პირადი სტატისტიკა, მაგრამ მთავარი მაინც გუნდური მიღწევა, გუნდის შედეგებია. ჩემთვის მთავარია, გუნდმა მოიგოს. თუ ეს ჩემი გოლებით მოხდება, უფრო გამიხარდება.

- დაბოლოს, როგორც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატს, ეროვნული გუნდის ბოლო ორი მატჩის შეფასებაც უნდა გთხოვოთ...
- ორივე მატჩი ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, მომდევნო შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კაჭარავას ფიზიკურ სიძლიერეზე ლაპარაკი (რბილად რომ ვთქვათ) უაზრობაა მითუმეტეს მჭედლიძეს შეადარო ხომ საერთოდ... დააკვირდი მჭედლიძე სად თამაშობს და სად კაჭარავა! კაჭარავა იყო მიწვეული არაერთ უცხოურ კლუბში მაგრამ არსად არ დაიტოვეს!იქნებ აგვიხსნა ბატონო ბაჩო რატომ ის ხომ "ნიჭიერი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია"???
bacho-s
09:49 18-10-2015
0
j..... ვერ აფასებს ან არ ესმის ფეხბურთი,კაჭარავა ყდავოდ ნიჭიერი ფორვარდია და მე მისი მეიმედება ეროვნულ გუნდში,ის ისევე ძლიერია ფიზიკურად როგორც მჭედლიძე და უფრო გოლია ალღოთი აღჭურვილი ვიდრე მჭედლიძე.ეს ჩემი აზრია
bacho
00:11 18-10-2015
0

სიახლეები პოპულარული