საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ესპანეთში იმყოფება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ხვალ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან.

ალექსანდრე ჩივაძემ ესპანეთთან და შვედეთთან (17 ნოემბერს) სათამაშოდ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ბექა ქურდაძე ("საბურთალო"), ბაჩო მიქავა, ლაზარე კუპატაძე (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: ლევან გეგეჭკორი ("შუქურა", ქობულეთი), ლაშა დვალი ("დუისბურგი", გერმანია), გიორგი გადრანი ("ჩერნომორეცი", უკრაინა), დავით უბილავა ("ლოკომოტივი", თბილისი), დაჩი ცნობილაძე ("სამტრედია"), გაგი მარგველაშვილი ("საბურთალო"), გიორგი ცერცვაძე ("ცხინვალი")
ნახევარმცველები: ლაშა ქოჩლაძე, აკაკი შულაია (ორივე
- "ცხინვალი"), საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - "დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("ვერდერი", ბრემენი, გერმანია), ავთო ენდელაძე ("სამტრედია")
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე ("შუქურა", ქობულეთი), ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი"), გიორგი ფანცულაია ("საბურთალო"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია)

მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
bacho-ს. კი ბატონო, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ თუ ეს შემადგენლობა პირველ ნაკრებამდე გაქაცავს, მაინც მაისურაძის ნაკრები იქნება? რარაც ვერ ჯდება ლოგიკაში შენი ეს უნიკალური მოსაზრება. ....
axrik
13:26 11-11-2015
0
ობიექტური მთქმელი.ეს ჩივაძის ნაკრები არ არის,მაისურაძისაა
bacho
11:17 11-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული