შეხვედრა თბილისის დროით 21:45 სთ-ზე დაიწყება.
მატჩის მნიშვნელობა
საქართველოს ნაკრებს ჯერაც აქვს ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შანსი. საამისოდ, დარჩენილ მატჩებში კარგი შედეგი გვჭირდება.ალმერიაში გასამართავ მატჩში ალექსანდრე ჩივაძის გუნდისთვის იდეალური, ალბათ, ქულის მოპოვება იქნება, თუმცა ეს ურთულესი ამოცანაა ცალკე მეტოქის სიძლიერის და ცალკე - ჩვენს გუნდში არსებული პრობლემების გამო.
რატომ არა აბურჯანია?
რა თქმა უნდა, სანაკრებო შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, ძალიან საინტერესოა, რატომ არ არის სანაკრებო სიაში გიორგი აბურჯანია. ის ესპანეთთან დისკვალიფიკაციის გამო უქმობს, მაგრამ შვედეთთან საშინაო შეხვედრაში ხომ შეიძლებოდა მისი გამოყენება?
როგორც შევიტყვეთ, ამ დროისთვის მიკროტრავმა აწუხებს თბილისის "დინამოს" მარცხენა მცველ გიორგი თევზაძეს. რაც შეეხება "საბურთალოს" ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს, ის ჯერ ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში და, წესით, შვედეთთან გორში გასამართავი მატჩისთვის უნდა დაემატოს ნაკრებს. იმედია, იგივე მოხდება აბურჯანიას შემთხვევაშიც.
სიას რომ ვუყურებთ, რამდენიმე გვარი გვახსენდება. ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრების თამაშს გააძლიერებდნენ გიორგი გოროზია, დავით ჯიქია, დავით მთივლიშვილი, ბაჩანა არაბული...
აქვე არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა "გენკის" შემტევი ლუკა ზარანდია. ახლახან მომჯობინდა ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე და ოთარ კაკაბაძე კი ეროვნულ გუნდში მიიწვიეს.
პრობლემები
ახალგაზრდულ ნაკრებს სირთულეები არ აკლია. შემადგენლობაზე თვალის ერთი გადავლებითაც კი ცხადია, რომ არის პრობლემატური პოზიციები და რამდენიმე ფეხბურთელს აშკარად აკლია სათამაშო პრაქტიკა.ამ ეტაპზე, როცა ახალგაზრდული ნაკრების მატჩამდე ერთი დღეა დარჩენილი, მოვერიდებით ამ გვარების ჩამოთვლას. ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს და ამას ნიშნის მოგებით კი არა, გულისტკივილით ვწერთ.
პრობლემატური პოზიციები ვახსენეთ და, ასეთია თუნდაც მარჯვენა მცველის. აქ დავით უბილავას, პრაქტიკულად, არ ჰყავს ალტერნატივა...
ახალი კაცი
რომის იმპერიის ხანაში ასეთ კაცს ჰომო ნოვუს ("ახალი კაცი") ერქვა. "ახალი კაცი" საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რომან ჭანტურიაა, ვინც "ემპოლის" დუბლშემადგენლობაში გოლების მანქანად იქცა.როგორც ამბობენ, შორს არ არის ის დრო, როცა რომანი "ემპოლის" მთავარ გუნდში გადავა. მანამდე მისგან გოლებს ახალგაზრდულ ნაკრებში ველით.
დაბოლოს, ჩივაძის რჩეულთა სიაც:
მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ბაჩო მიქავა, ლაზარე კუპატაძე (ორივე - ლოკომოტივი);
მცველები: ლევან გეგეჭკორი (შუქურა), ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია), გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), დავით უბილავა (ლოკომოტივი), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი);
ნახევარმცველები: ლაშა ქოჩლაძე, აკაკი შულაია (ორივე - ცხინვალი), საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - დინამო თბ), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი II, გერმანია), ავთო ენდელაძე (სამტრედია);
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (შუქურა), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი ფანცულაია (საბურთალო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).
ცვლილება მეტოქის ბანაკში
გადავხედოთ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას და თამამად ვთქვათ - ქართველებს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან მოუწევთ საქმის დაჭერა.თბილისში მოგებული (5:2) მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს დაემატა "ვალენსიას" ერთ-ერთი ლიდერი, ფლანგის მცველი ხოსე გაია. ამ გუნდს ლიდერები ნამდვილად არ აკლია. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - ხავიერ მანკილიო თუ ხოსე როდრიგესი, ოლივერ ტორესი თუ მარკო ასენსიო, საულ ნიგესი თუ მუნირ ელ ჰადადი, ინიაკი უილიამსი თუ ახლა უკვე დაშავებული ბორხა მაიორალი...
გუნდის ლიდერად კი "ევერტონის" ფლანგელი ჟერარ დეოლოფეუ მიგვაჩნია, ვინც ბრწყინვალედ ითამაშა თბილისურ შეხვედრაში. დიდი ხნის განმავლობაში ის ვერ ახერხებდა თავისი უდიდესი პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ ახლა ნამდვილად შესანიშნავ ფორმაშია.
უკანასკნელ წამს, კუნთის პრობლემების გამო ესპანეთის ნაკრებს ბორხა მაიორალი გამოაკლდა. ის ვილიარეალელმა ნოელმა შეცვალა.
მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა:
"რთული თამაში იქნება. მიმაჩნია, რომ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. დანარჩენს უშუალოდ მინდორზე ვნახავთ".
სელადესმა არჩევანი ამ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
მეკარეები: კეპა არისაბალაგა (ვალიადოლიდი), კეპა ლოპესი (ესპანიოლი), ალეხანდრო რემირო (ბილბაო);
მცველები: ჯონი კასტრო (სელტა), ხოსე გაია (ვალენსია), ხესუს ვალიეხო (სარაგოსა), რუბენ დუარტე (ესპანიოლი), ხორხე მერე (ხიხონი), ხავიერ მანკილიო (მარსელი);
ნახევარმცველები: ხოსე როდრიგესი (გალათასარაი), დანი სებალიოსი (ბეტისი), ოლივერ ტორესი (ატლეტიკო), მარკო ასენსიო (ესპანიოლი), ვიქტორ კამარასა (ლევანტე), დენის სუარესი (ვილიარეალი), საულ ნიგესი (ატლეტიკო);
თავდამსხმელები: ჟერარ დეოლოფეუ (ევერტონი, ინგლისი), მუნირ ელ ჰადადი (ბარსელონა), ბორხა მაიორალი (რეალი), ინიაკი უილიამსი (ბილბაო).
U21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
11 ნოემბერი
ხორვატია-სან მარინო 4:0
12 ნოემბერი
ესპანეთი-საქართველო 21:45
15 ნოემბერი
სან მარინო-ესტონეთი
17 ნოემბერი
საქართველო-შვედეთი
ხორვატია-ესპანეთი.
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 4 4 0 0 12-0 12
2. შვედეთი 3 2 1 0 9-1 7
3. ესპანეთი 3 2 1 0 8-3 7
4. საქართველო 4 2 0 2 8-6 6
5. სან მარინო 5 0 1 4 0-13 1
6. ესტონეთი 5 0 1 4 0-14 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-ესპანეთი 2:5 - კითხვები ალექსანდრე ჩივაძის მიმართ [VIDEO]
1. წვრილმანია მაგრამ, დღეს 19 წლამდე ნაკრებმა ითამაშა ცნობილი ბრენდის MACRON-ის ფორმით როცა ეროვნული და 21 წლამდე ადიდასით თამაშობენ. ეს აფრიკის ნაკრებებშიც კი არ ხდება. ანუ ტექნიკური სპონსორი არ გყვვავს და ლილოში ვყიდულობთ ფორმებს ?
2. არ შეიძლებოდა ასეთო სერიოზული თამაშის წინ ეროვნული ნაკრების ამხანაგურის დაგეგმვა რომელმაც არც არაფერი მოგვცა მორიგი წაგების გარდა და იქედან დააკლდა 21 წლამდელებს : კაკაბაძე, ჰუფნაგელი, ცინცაძე.
2. რატომღაც არ გამოიძახეს სტაბილურად მოთამაშე თავდამსხმელი ნორვეგიიდან რომელიც კარგ ტონუსშია რადგან ნორვეგიის ჩემპიონატი ახლახანს დამთავრდა და მისი გუნდი მესამე ადგილზე ანუ ევროპა ლიგაზე პირდაპირ გავიდა. გორზიაზე მაქვს საუბარი.
3. ასევე ჩემი აზრით პატარაა მაგრამ შახტიორის პირველ გუნდში თამშობს უკვე არაბიძე და გააძლიერებდა კლუბს არაბიძე ასევე ბაცანა არაბაული თავისი ყუბარისებული დარტყმით.
ანუ ვაყალიბებ ფედერაციაში მგონია არფერი შეიცვალა ისევ ბარდაგია. ეხლა 5:0 ვაგებთ და სტრიმზე ვუყურებ და ჩივაძეს ხმა მესმის 84 წუთზე მეტი გოლი არ გავტანინოთ სირცხვილიაო.
ბატონო საშა მართლა სირცხვილია. ჩემი აზრით პრიორიტეტი ამ ეტაპზე 21 წლამდე ნაკრები უნდა იყოს. მაგრამ მაინც მადლობა ბიჭებს რომ საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშობენ. არა უშავს ჩვენ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული ბიჭებო.