15:55 12-11-2015
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი მარცხით დაიწყო [VIDEO]
AutoSharing Option
მიუხედავად ცუდი სტარტისა, ვასილ მაისურაძის გუნდისთვის ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა - საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის. მომდევნო შეხვედრას ქართველი ჭაბუკები 14 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
რაც შეეხება უელსელებთან მატჩს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნეს. რის აბრუზესმა უძლიერესი დარტყმით ოთო გოშაძეს ახლო კუთხეში გაუტანა.
მაისურაძის შეგირდები შესვენებამდე რამდენჯერმე კი დაემუქრნენ უელსელთა კარს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად, კიდევ ორი გოლი მიიღეს. ჯერ 44-ე წუთზე დანიელ ჯეიმსმა დააგვირგვინა თავისიანების სწრაფი კონტრშეტევა, შემდეგ კი - ჯორჯ ტომსმა (45+3).
შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა მიზნად კარის უსაფრთხოდ შენახვა დაისახეს და უკან დიდი ძალებით დაიხიეს. ტაიმიც, პრაქტიკულად, ქართველი ფეხბურთელების შეტევებში წარიმართა და სტუმართა კართან ხიფათიც არაერთხელ შეიქმნა, მაგრამ ლუკ პილინგის კარში გოლის გატანა ვერავინ შეძლო.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უელსთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ახალაძე (46, კომახიძე), ნადარაია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი (46, გვარაძე), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, არაბიძე, გოშთელიანი, მიქელთაძე (71, კიკნაძე).
მანამდე "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Gუშინ თამაშზე ვიყავი და ყოველთვის მივდივარ რომელ ასაკშიც არ უნდა ვთამაშობდეთ ,მაგრამ გულდასაწყვეტია,რომ ძირითადად სულ იმედგაცრუებული მოვდივარ იქიდან.გუშინაც ძალიან გაბრაზებული წამოვედი,წამოვედი და გზაში ვფიქრობდი მეტი რაღა ოცნება უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს ნაკრების მაისურის მორგების გარდა.ვფიქრობდი ნუთუ ამათზე უკეთესად მობურთავე 11 ბიჭი ვერ მოიძებნა საქართველოში მეთქი.ყველაფერში ჩამოვრჩებოდით უელსელებს და არც ბრძოლის უნარი ჰქონდათ,რომ მაგის ხარჯზე მაინც დიდი ანგარიშით არ წაგვეგო.ყველაფრის მიზეზი ბავშვთა ფეხბურთშია!მიხედოს ვინმემ მწვრთნელებს ,გონზე არ არიან ფეხბურთის და რა უნდა ასწავლონ მაგათმა.კობიაშვილო არ არის თავმომწონედ სიარულის დრო ესტონეთებში და ესპანეთებში,ჯობია სკოლა სკოლა იარო და მომავალ თაობას გვერდში დაუდგე!!!!
0
0
როცა გუნდი დაბნეული დაცვის გარეშე თამაშობს, მეკარემ რა ქნას? პირიქით ხელსუშლიდნენ თავიანთი უადგილი გადაადგილებებით. თუმცა მათ დასალაგებლად უნდა ეზრუნა, მაგრამ ამასაც გამოცდილება უნდა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული