12 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის ჩემიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ქართველი ფეხბურთელები 0:3 დამარცხდნენ.
"უელსელების შეტევის ხაზი ძალიან კარგად მოქმედებდა, რასაც ჩვენ დაცვაში ვერაფერი დავუპირისპირეთ. ძალიან სუსტი დაცვის ხაზი გვყავდა.
გიორგი არაბიძე ძლიერი ფეხბურთელია, აქტიურად ვარჯიშობს. დღესაც გამოირჩეოდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ მისგან მაინც ბევრს ველით. პირველ რიგში, გუნდური თამაში უნდა დახვეწოს.
ჩვენი მინუსი ის იყო, რომ
რაც შეეხება ჩვენი გუნდის პოტენციალს, ის გვაქვს, მაგრამ უელსელებმა მისი გამომჟღავნების საშუალება არ მოგვცეს. პასების გაკეთება გვიჭირდა და ამის გამო ფეხბურთელები შენიშვნებსაც მიიღებენ.
ახლა ავსტრიისა და ალბანეთის მატჩის ჩანაწერს ვნახავთ, მეტოქეებს შევაფასებთ და ვეცდებით, დარჩენილი ორი შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ", - თქვა მაისურაძემ.