15:52 14-11-2015
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ანგარიშის გახსნის პირველი რეალური მომენტი მასპინძლებს 56-ე, გიორგი არაბიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ჰქონდათ. მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გურამ გოშთელიანმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
კიდევ უფრო უკეთესი საგოლე შანსი ალბანელებს 68-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა რუბინ ჰებაიმ საქართველოს ნაკრების მეკარე ოთო გოშაძის მოტყუების შემდეგ, ბურთი ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა.
ამის შემდეგ თამაში მაისურაძის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. რამდენჯერმე არაბიძე დაემუქრა სტუმართა კარს, 76-ე წუთზე ის მეტოქის საჯარიმოში საეჭვოდაც დაეცა, თუმცა მსაჯმა არა პენალტი, არამედ სიმულაცია დააფიქსირა და გიორგი გააფრთხილა.
მე-80 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გოშთელიანი ამაოდ ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, აი, 86-ე წუთზე კი მიზანს მაინც მიაღწია - 1:0. ამ გოლში უდიდესი წვლილი ირაკლი კომახიძეს მიუძღვის. ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელმა მარცხენა ფრთაზე ბრწყინვალე რეიდის შემდეგ კაპიტანს საგოლედ უპასა და ამ უკანასკნელსაც ბურთის კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ნადარია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (46, ბაშალეიშვილი), გვარაძე (78, ართმელაძე), ბიძინაშვილი (62, კიკნაძე), კომახიძე, არაბიძე, გოშთელიანი (კ).
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე მანამდე ჩატარდა, ავსტრიის ნაკრებმა უელსს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გოლები ქსავიერ შლაგერმა (20) და პეტარ პავლოვიჩმა (66) გაიტანეს და ამით ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზეა, ელიტრაუნდის საგზური პრაქტიკულად გაუნაღდეს.
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. VIII შესარჩევი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 2 2 0 0 4-1 6
2. უელსი 2 1 0 1 3-2 3
3. საქართველო 2 1 0 1 1-3 3
4. ალბანეთი 2 0 0 2 1-3 0.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
tu 6 qulit mesame adgilze gavaedit jgufidan mainc gavalt, rogorc yvelaze magal quliani mesamme adgilosani
0
0
ისე სტატიის ავტორს რომ აეხსნა რომელი სცენარით შეიძლება საქართველო გავიდეს, არ იქნებოდა ურიგო
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული