საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის VIII ჯგუფში მეორე მატჩი ალბანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, რითაც ჯგუფიდან ელიტრაუნდში გასვლის შანსი შეინარჩუნა. საამისოდ ვასილ მაისურაძის გუნდს ბოლო მატჩში, 17 ნოემბერს, ჯგუფის ლიდერ ავსტრიასთან აუცილებლად მოგება სჭირდება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ანგარიშის გახსნის პირველი რეალური მომენტი მასპინძლებს 56-ე, გიორგი არაბიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ჰქონდათ. მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გურამ გოშთელიანმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

კიდევ უფრო უკეთესი საგოლე შანსი ალბანელებს 68-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა რუბინ ჰებაიმ საქართველოს ნაკრების მეკარე ოთო გოშაძის მოტყუების შემდეგ, ბურთი ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა.

ამის შემდეგ თამაში მაისურაძის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. რამდენჯერმე არაბიძე დაემუქრა სტუმართა კარს, 76-ე წუთზე ის მეტოქის საჯარიმოში საეჭვოდაც დაეცა, თუმცა მსაჯმა არა პენალტი, არამედ სიმულაცია დააფიქსირა და გიორგი გააფრთხილა.

მე-80 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გოშთელიანი ამაოდ ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, აი, 86-ე წუთზე კი მიზანს მაინც მიაღწია - 1:0. ამ გოლში უდიდესი წვლილი ირაკლი კომახიძეს მიუძღვის. ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელმა მარცხენა ფრთაზე ბრწყინვალე რეიდის შემდეგ კაპიტანს საგოლედ უპასა და ამ უკანასკნელსაც ბურთის კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ნადარია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (46, ბაშალეიშვილი), გვარაძე (78, ართმელაძე), ბიძინაშვილი (62, კიკნაძე), კომახიძე, არაბიძე, გოშთელიანი (კ).

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე მანამდე ჩატარდა, ავსტრიის ნაკრებმა უელსს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გოლები ქსავიერ შლაგერმა (20) და პეტარ პავლოვიჩმა (66) გაიტანეს და ამით ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზეა, ელიტრაუნდის საგზური პრაქტიკულად გაუნაღდეს.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. VIII შესარჩევი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 2 2 0 0 4-1 6
2. უელსი 2 1 0 1 3-2 3
3. საქართველო 2 1 0 1 1-3 3
4. ალბანეთი 2 0 0 2 1-3 0.
მკითხველის კომენტარები / 11 /
tu 6 qulit mesame adgilze gavaedit jgufidan mainc gavalt, rogorc yvelaze magal quliani mesamme adgilosani
zura
15 ნოემბერი 2015 03:17
0
ისე სტატიის ავტორს რომ აეხსნა რომელი სცენარით შეიძლება საქართველო გავიდეს, არ იქნებოდა ურიგო
Georgiano
15 ნოემბერი 2015 01:46
0
უკეთესო 3 ადგილი
777
14 ნოემბერი 2015 23:32
0
გარტყმაში რომ არ ხართ ბევრი მაინც ჯერ წაიკითხეთ წესები გადაამოწმეთ და მერე დაწერეთ კომენტარი. რა ანგარიშითაც არ უნდა მოიგოს უელსმა ალბანეთთან ავსტრიასთან მოგებით გავდივართ, ეხლა კი გაარკვიეთ თქვენ თითონ როგორ და რატომ
saintereso xalxia)
14 ნოემბერი 2015 22:29
0
გინდაც მოვუგოთ ავსტრიას(რისიც არ მჯერა) უელსი უეჭველი მოუგებს ალბანეთს და ავსტრია უელსი გადის
G7
14 ნოემბერი 2015 20:45
0
და რანაირად გაინაღდა ავსტრიამ ელიტრაუნდი? ვთქვათ, ჩვენ 3:0 მოვუგეთ და უელსმაც მოიგო, ავსტრია მესამეზე არ დარჩება. სხვა საქმეა, რომ ეს არ მოხდება. უბრალოდ, შეიძლება ალბანეთმა უელსთან არ წააგოს და მაშინ გავიდეთ.
Teimuraz
14 ნოემბერი 2015 20:34
0
ავსტრია ნახე რა აგმავლობის გზაზეა, ისევ სასცაულის იმედზე ტუ ვარტ სეიზლება მოვუგოტ,რეალურად კი უნდა ცავაგოტ,და არა პატარა ანგარისიტტან
ალეკსანდრე
14 ნოემბერი 2015 19:01
0
ან სამით ნოლი უნდა მოვუგოთ,ან ნებისმიერი ანგარიშით და უელსმა ვერ უნდა მოიგოს ალბანეთთან. ზღაპარია!
ციბა
14 ნოემბერი 2015 18:48
0
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ძალიან დიდი სენსაცია იქნება ჩვენ რომ ავსტრიას მოვუგოთ. ბევრად ძლიერი გუნდი ყავთ ავსტრიელებს და გამოჩნდება ეს სამშაბათს. დღესაც ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე მოვიგეთ თორემ ალბანელებმა ბევრად უკეთესი მომენტები შექმნეს
obieqturi
14 ნოემბერი 2015 18:14
0
როგორ მოვუგებთ საინტერესოა, 9 კაციტ მოუგო ალბანეთს და მერე ჩვენი გამანადგურებელი უელსიც ზედ მიაყოლა. თან არაბიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო... მოკლედ ჯერ ისევ მძიმე სიტუაციაა...
irakli Apkhaidze
14 ნოემბერი 2015 17:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული