უელსთან წაგებისა (0:3) და ალბანეთთან მოგების (1:0) შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდმა ელიტრაუნდში გასვლის შანსი შეინარჩუნა, მაგრამ ეს მიზერული იმედია და რეალიზება რთული იქნება, რადგან ჩვენი დღევანდელი მეტოქე ჯგუფის ლიდერი ავსტრიაა.
მარკო რუპერტის გუნდმა ორივე მატჩი მოიგო - 2:1 ალბანეთთან და 2:0 უელსთან. არადა,
სამწუხაროა, რომ უელსსა და ალბანეთთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო ჩვენს გუნდს გიორგი არაბიძე დააკლდება.
მეორე პრობლემაა ლადო მამუჩაშვილის ტრავმა. ალბანელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს ისე ჩაარტყა მუხლში, ჯერაც უცნობია, შეძლებს თუ არა მოედანზე გასვლას.
ბოლო ტურის წინ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 2 2 0 0 4-1 6
2. უელსი 2 1 0 1 3-2 3
3. საქართველო 2 1 0 1 1-3 3
4. ალბანეთი 2 0 0 2 1-3 0
უელსთან სამბურთიანი სხვაობით წაგების გამო ჩვენებს ჯგუფიდან გასასვლელად ამ დეფიციტის აღმოფხვრა სჭირდებათ. განვიხილოთ რამდენიმე სცენარი:
1. ცხადია, ყველაზე სასურველია, რომ ალბანეთმა უელსს მოუგოს. ეს ძნელად სავარაუდოა, თუმცა არა - გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ავსტრიასთან ფრეც გვაწყობს;
2. საქართველოს უელსის ფრეც აძლევს ხელს, თუ თავად ავსტრიას მოუგებს და თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილზეც კი გავალთ. ეს იდეალური ვარიანტი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, ელიტრაუნდის წილისყრისას უკეთეს კალათაში მოვხვდებით;
3. უელსის მოგების შემთხვევაში, საქართველომ ავსტრიას დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს, რათა მეორე ადგილზე გავიდეს.
4. უელსის მოგების შემთხვევაში, ელიტრაუნდში ავსტრიასთან მინიმალური ანგარიშით მოგებითაც გავაღწევთ, თუ დანარჩენი 12 შესარჩევი ჯგუფის მესამეადგილოსნებს შორის საუკეთესო შედეგი გვექნება.
ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, საინტერესოა, რა მდგომარეობაა სხვა ჯგუფებში. 13-დან 8 ჯგუფში ყველაფერი დასრულდა და მესამეადგილოსნებს შორის 6 ქულა ვერცერთმა გუნდმა ვერ დააგროვა. ამის შესაძლებლობა არც სხვა ოთხ ჯგუფშია.
მაგალითად, პირველ ჯგუფში, 18 ნოემბერს, 3-3 ქულის მქონე შოტლანდია და ირლანდია (რომლებიც მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ) ერთმანეთს ხვდებიან და ცხადია, ორივე 6-6 ქულას ვერ დააგროვებს.
ერთადერთი, ამის შანსი ჰქონდა მე-3 ჯგუფში 3 ქულის მქონე ლუქსემბურგს, რომელიც გუშინ პოლონეთს ხვდებოდა. ლუქსემბურგი ორჯერ დაწინაურდა და მოგების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ პოლონელებმა ანგარიში მეორედაც გაათანაბრეს და თამაში 2:2 მორჩა. მესამე ადგილზე 4 ქულით სწორედ ლუქსემბურგი გავიდა.
მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ავსტრიასთან მხოლოდ მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. კარგი იქნება, თუ ქომაგიც არ დაიზარებს მატჩზე მისვლასა და ვასილ მაისურაძის გუნდის ქომაგობას.
ბოლო ტური
17 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
უელსი-ალბანეთი
"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ავსტრია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"