ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული ნაკრებების უგოლო ტაიმი

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის VI საკვალიფიკაციო ჯგუფში მეექვსე მატჩს შვედეთის ნაკრებთან მართავს. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.

ანგარიშის გახსნა სტუმრებს 22-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. ორიოდ წუთში შვედების კარში გოლი გავიდა, თუმცა მსაჯმა ნიკა კაჭარავაზე თამაშგარე დააფიქსირა.

შვედები 33-ე წუთზეც გადარჩნენ - გატანის კარგი შანსი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მოგვიანებით კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილი ურტყამდა სახიფათოდ, შემდეგ კი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კაჭარავამ შეაგება თავი. ბურთი მცირე მანძილით ასცდა შვედების კარს.

ტაიმის
ბოლო 10 წუთი ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა, პრაქტიკულად, შეტევაში გაატარა, თუმცა შვედებმა კარის მშრალად შენახვა მაინც შეძლეს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი (კ), უბილავა, ცნობილაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კაჭარავა, ფანცულაია.
ასევე დაგაინტერესებთ