საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მაინც მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა VIII შესარჩევ ჯგუფში ბოლო მატჩი ავსტრიელ თანატოლებთან ფრედ, 0:0 დაასრულეს და საბოლოოდ 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. ქართველი ჭაბუკები საგზურის მოპოვებას ალბანელ თანატოლებს უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მატჩში უელსს ანგარიშით 3:2 მოუგეს.

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის კენჭისყრა ნიონში, უეფას შტაბბინაში 3 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ნადარია, ლოჩოშვილი, კაკიაშვილი, ართმელაძე, ბაშალეიშვილი (66, ალთუნაშვილი), მამუჩაშვილი, კომახიძე, კიკნაძე (80, გვარაძე),
გოშთელიანი (კ), მიქელთაძე (66, ბიძინაშვილი).

აღსანიშნავია, რომ შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ სამ მატჩში ქართველმა ჭაბუკებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს - ალბანეთთან მინიმალური ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში, მანამდე კი უელსთან 0:3 დათმეს. ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ავსტრიამ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეეე, ძალთ სიკეთე არ გამიგია. სანამ პირში არ ვიტყვით სიმართლეს არაფერი არ გამოვა. ცუდად თამაშობენ. კეთილი ინებონ და გუნდური თამაში ისწავლონ.
0
გილოცავთ ბიჭებო, სულ წარმატებით გევლოთ ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც.
gizog
22:18 17-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული