საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მაინც მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა VIII შესარჩევ ჯგუფში ბოლო მატჩი ავსტრიელ თანატოლებთან ფრედ, 0:0 დაასრულეს და საბოლოოდ 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. ქართველი ჭაბუკები საგზურის მოპოვებას ალბანელ თანატოლებს უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მატჩში უელსს ანგარიშით 3:2 მოუგეს.

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის კენჭისყრა ნიონში, უეფას შტაბბინაში 3 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ნადარია, ლოჩოშვილი, კაკიაშვილი, ართმელაძე, ბაშალეიშვილი (66, ალთუნაშვილი), მამუჩაშვილი, კომახიძე, კიკნაძე (80, გვარაძე),
გოშთელიანი (კ), მიქელთაძე (66, ბიძინაშვილი).

აღსანიშნავია, რომ შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ სამ მატჩში ქართველმა ჭაბუკებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს - ალბანეთთან მინიმალური ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში, მანამდე კი უელსთან 0:3 დათმეს. ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ავსტრიამ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
როგორც კი 19 ების ელიტრაუნდი მორჩება, მაისურაძე უნდა გადაიყვანონ 21 ებში და უქნარა ჩივაძე-გაბელიას დუეტი გაუშვან სახლში. ტიპმა ძალით ჩატოვა 21 ები. ბიჭებს კი ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ.
Tornike
09:42 18-11-2015
0
bat.levan cota hqar tempebhi imoqmedet,ragac gaaketet droulad,rom biznesmenebi dainteresdnen fexburthi fulis hadebit.gavadzlierot erovnuli hempionati.torem dagvemfxo fexburti tavzd.droze imoqmede.
qaquca
09:29 18-11-2015
0

სიახლეები პოპულარული