21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ისრაელში გაიმართება

AutoSharing Option
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ნიონში ისრაელი 21 წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძელ ქვეყნად დაასახელეს.

ტურნირის მასპინძლობის კანდიდატი ხუთი ქვეყანა იყო : ბულგარეთი, ჩეხეთი, ინგლისი, ისრაელი და უელსი.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა უეფას შტაბბინაში, ნიონში 3 თებერვალს გაიმართება. შედგება 10 ჯგუფი (2 ექვსგუნდიანი და დანარჩენი ხუთგუნდიანი ), საიდანაც ჯგუფის გამარჯვებულები და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. 14 ნაკრების 7 წყვილად დაიყოფა და შინ და სტუმრად შეხვედრებში ის 7 გუნდი გამოირკვევა, რომელიც ფინალურ ტურნირზე ისრაელთან ერთად ითამაშებს.

წინასწარი მონაცემებით,
გუნდები კალათებში ასე განაწილდნენ:

I – ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, ჩეხეთი, სერბეთი, გერმანია, რუმინეთი.
II – შვეიცარია, უელსი, ბელარუსი, საფრანგეთი, უკრაინა, თურქეთი, ავსტრია, პორტუგალია, დანია.
III – ბელგია, ხორვატია, უნგრეთი, შოტლანდია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, ფინეთი, სომხეთი.
IV – ჩრდილოეთ ირლანდია, ჩერნოგორია, საქართველო, პოლონეთი, ლატვია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ბულგარეთი, ბოსნია.
V – მაკედონია, ალბანეთი, ფარერები, კვიპროსი, ლიტვა, ყაზახეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ანდორა, სან-მარინო, ლუქსემბურგი, მალტა, ლიხტენშტეინი.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული