დონეცკის "შახტარს" სამი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სწადია.
ნუგზარ სპანდერაშვილი, დიმიტრი ვირუბოვი და კაკი ქიმერიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან. გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილი გუნდი სულ მალე ევროპის ჩემპიონატის თბილისურ ელიტრაუნდში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალიელი, რუსი და ბოსნიელი 17-წლამდელები იქნებიან.
ბიჭებს "შახტარის" ინტერესზე ვკითხეთ, მათ მიერ განვლილი საფეხბურთო გზა მოკლედ მიმოვიხილეთ და ელიტრაუნდსაც გადავწვდით...
დიმიტრი ვირუბოვი:
"პირველ რიგში,
დავიბადე გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში. 7 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში დავიწყე. 13 წლის ვიყავი, როცა 14-წლამდელთა ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევა დაიწყო და გოჩა ავსაჯანიშვილის რჩეულთა შორის მოვხვდი.
ამის შემდეგ ვაგრძელებ კარიერას 35-ე საფეხბურთო სკოლაში. პარალელურად, ვთამაშობ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში. ამპლუით ფლანგის მცველი ვარ...
მეც, ისევე, როგორც თქვენ, ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე 17-წლამდელთა ელიტრაუნდის წილისყრის შესახებ. ყველანი ბოლომდე ვართ მობილიზებულნი, რომ საკუთარ კედლებში ვაჩვენოთ კარგი და, რაც მთავარია, შედეგიანი თამაში. ყველას ძალიან გვინდა, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"