13:50 12-12-2015
"მუსკრონში" მოვწონვარ - ბექა ქავთარაძის გოლი და საგოლე პასები ტესტ-მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
Sportall.ge ბექას სწორედ ბელგიაში დაუკავშირდა და სცადა დეტალები გაერკვია. ამასთან, ქავთარაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსების შეფასებაც ვთხოვეთ. შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრების მეტოქეები ელიტრაუნდში იტალიის, ბოსნიის და რუსეთის ნაკრებები იქნებიან.
"ევროპის შესარჩევი ეტაპის შემდეგ, რომელიც უნგრეთში ჩატარდა, ჩემი მენეჯერი სერგო ქუთათელაძე დამიკავშირდა და "მუსკრონზე" მიამბო. სწორედ მისი რეკომენდაციით მივედი ამ გუნდში.
ერთი ტესტ-მატჩი ვითამაშე უკვე "მუსკრონის" 19-წლამდელთა გუნდშუ "პერუველზის" წინააღმდეგ, სადაც გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოვახერხე. გუნდის მწვრთნელებს მოვეწონე და ჩემით ძალიან კმაყოფილები იყვნენ.
კონტრაქტზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ საბუთებს ვაგვარებ. თანაც, 18 დეკემბრამდე სინჯებზე ვარ აქ.
ნაკრებს რაც შეეხება, ამ ბიჭებმა უკვე დავამტკიცეთ, რომ ჩვენს ასაკში ძლიერი გუნდი არ არსებობს, გამარჯვება ყველასთან შეგვიძლია. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ. ჩვენს კედლებში თამაში ორმაგ მოტივაციას გვმატებს", - გვითხრა ბექამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წარმატწბები ბექა კარგი ფეხბურტელი იზრდები და მიხარია ვადევნებ ტვალს შენ წარმატებებეს და მიხარია მეცყვილე სად გყავს ქიმერა როგორ დაშორდიტ აბა წარმატებები ყველას
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული