17-წლამდელებში არსენალელიც გასინჯეს

AutoSharing Option
ურეკულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა ბოლნისის ''სიონთან" ჩაატარა და 1:3 დამარცხდა. ორივე გუნდმა არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა. ბოლნისელებმა მეტოქეს თავიდანვე აჯობეს და რეხვიაშვილისა და მელქაძის გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში 17-წლამდელებს ქორიძემაც გაუტანა, ღირდალაძემ კი ერთი ბურთი გაქვითა და მატჩი ''სიონის" გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

17-წლამდელთა ნაკრები: ბერია - ლეჟავა, ბიწკინაშვილი, კახიძე (ღაღანიძე), როგავა - სარჯველაძე, გოგიტიძე, ექვთიმიშვილი (ენდელაძე) - ღირდალაძე, სამუშია - კაჭარავა.
''სიონი'': ბობღიაშვილი - ქუნთელია, გ. ოქროპირიძე, გ. კვანტალიანი, ადამაშვილი -
ლ. ვაშაკიძე, ალფაიძე, ჭუმბურიძე, გ. მელქაძე - გ. რეხვიაშვილი, ქუხილავა.
შეცვლაზე შევიდნენ: კ. ჩხეტიანი, ლ. ჩხეტიანი, ქორიძე.

17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა თავის გამოჩენის საშუალება იმ ფეხბურთელებს მისცა, რომლებიც წინა სპარინგებში ნაკლებად დატვირთა. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებს საგანგებოდ ამ მატჩისთვის დაემატა. ერთ-ერთი მათგანია კიევის ''არსენალის" ნახევარმცველი ნოდარ გოგიტიძე. მწვრთნელები ახალწვეულების მომზადების დონით კმაყოფილნი დარჩნენ და მათ რეალურ სანაკრებო კანდიდატებად მიიჩნევენ.

დღეს ჟორჟიკაშვილის გუნდი ძალებს ხარაგაულის ''ჩხერიმელასთან" მოსინჯავს, ''სიონი" კი სომხურ ''ულისს" შეხვდება.




.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული