სულ მალე, ნაახალწლევს, საქართველოს ნაკრები მინსკის წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან ბელარუსის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებები.
როგორც ავსაჯანიშვილმა გვითხრა, ქართული გუნდი მინსკის ტურნირისთვის მზადებას 4 იანვარს დაიწყებს, 8 იანვარს კი შეკრებაზე გადავა. ბელარუსში, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ჩვენი საელიტრაუნდო მოწინააღმდეგე - რუსეთიც ითამაშებს.
ცხადია, ჩვენს სამწვრთნელო შტაბს საშუალება მიეცემა, ადგილზე შეისწავლოს პრინციპული მეტოქე. სხვა საქმეა, რომ რუსებმა მინსკში, შეიძლება, ბოლომდე არ აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები.
ავსაჯანიშვილმა კიდევ
ავსაჯანიშვილის თქმით, "შახტარი" ქართველ ფეხბურთელებს ბელარუსში, საერთაშორისო ტურნირზე ჩააკითხავს და არ არის გამორიცხული, "ქართულმა სამეულმა" მინსკიდან პირდაპირ... დონეცკში გადაინაცვლოს.
რა თქმა უნდა, სამი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გადაბარგება აღმოსავლეთევროპული ფეხბურთის გრანდში მათ კარიერას და საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებს ძალიან წაადგებათ.
რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ დავწერთ, რომ "შახტარში" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი გიორგი არაბიძე თამაშობს. 17 წლის ფეხბურთელმა უკვე ითამაშა დონეცკელთა ძირითად გუნდში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"