საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: ვინ შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს?

AutoSharing Option
გოჩა ავსაჯანიშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია დაზუსტებულია, ოღონდ ჯერ არ არის ცნობილი, ვინც შეცვლის მწვრთნელს, რომლის აწ უკვე ყოფილ გუნდს წინ თბილისური ევროშესარჩევი რაუნდი ელის...

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ვერაფრით შეფასდება. ნებისმიერ დროსა და სივრცეში მწვრთნელი მის მიერ მიღწეული შედეგით ფასდება. შედეგი კი საქართველოს ამ ნაკრებს ნამდვილად ჰქონდა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. გასაგებია, რომ ქართველთა წარმატებას ხელი იღბალმაც შეუწყო, მაგრამ დრო გადის
და რჩება ტაბლო, როგორც უტყუარი მოწმე ამა თუ იმ გუნდის წარუმატებლობისა თუ წარმატებისა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ მალე საქართველოს ნაკრებს თბილისური ელიტრაუნდი ელის, რომელშიც ჩვენს გუნდს მართლაც რომ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან (რუსეთი, იტალია, ბოსნია) მოუწევს საქმის დაჭერა.

ამდენად, ავსაჯანიშვილის შემცვლელს ურთულესი მისიის შესრულება მოუწევს - მან ჯერ ახლოს უნდა გაიცნოს გუნდი, მერე თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს და ბოლოს კარგი შედეგიც "დადოს".

რაც შეეხება ავსაჯანიშვილის მუშაობას, ის ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს. ასე იყო თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში გასაკეთებელი გააკეთა.

არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ დავწერთ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მართლაც ბეწვის ხიდზე მოუწევს სიარული ასაკობრივ ნაკრებთათვის მთავარი მწვრთნელების შერჩევისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუნდაც 17-წლამდელთა შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ახალ სამწვრთნელო შტაბს უმოკლეს დროში ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა ბოლომდე ჩასწვდეს თითოეული ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 17-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ახლა იწყობს უცხოურ კარიერას და მწვრთნელებს საშუალება აღარ ექნებათ, ამ ფეხბურთელების თამაშს უშუალოდ საქართველოში დააკვირდნენ.

მხოლოდ დრო გამოაჩენს იმას, თუ რამდენად დასაბუთებული და მართებული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 17-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიმართ სწორედ ახლა, როცა თბილისურ ელიტრაუნდამდე ბევრი დრო აღარ დარჩა.

არადა, ამ ნაკრებში თაობა მართლაც კარგია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აქვს დონეცკის "შახტარს". უკვე გაცნობეთ, რომ კაკი ქიმერიძე, ნუგზარ სპანდერაშვილი და დიმიტრი ვირუბოვი, შესაძლოა, პირდაპირ მინსკის ტურნირიდან გაემგზავრონ დონეცკში. ეს უკვე წარმატებაა, რასაც "შახტარის" რიგებში ჩვენებური გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშიც უწყობს ხელს.

საქართველოს ნაკრების წევრები მომავალი სეზონიდან ითამაშებენ პოლონეთში, ბელგიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრია ამ გუნდში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი, რომელიც სულ უფრო უშინაურდება გია გეგუჩაძის გუნდის ძირითად შემადგენლობას...

მოკლედ, ეს ის თაობაა, რომელსაც რეალურად შეუძლია ელიტრაუნდის ბარიერის დაძლევა და თაობა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დაიკარგოს!

მეორე მხრივ, ეს საქართველოა და არასოდეს შეწყდება იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაც "იმის" კაცია და ვიღაც - "ამის". არასოდეს გამოილევა განაწყენებული მშობელი, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი შვილი ყველაზე უკეთესად თამაშობს ფეხბურთს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 43 /
ვაი უბედურო საქართველო და ფეხბურთო საით მიდიხარ.........
vaspa
04 იანვარი 2016 14:54
0
ქომაგი-ს. ვგონებ ქომაგზე უფრო სხვა რამეები გამოძრავებს. რა საჭიროა აქ ნოტაციის კითხვა. ერთს ბრძნულ გამოთქმას შეგახსენებ "ქომაგო", რომელიც ასე ჟღერს -"გამარჯვებულებს არ ასამართლებენ". დამიწყო აქ "სასწაულებრივ გამართლებებზე" და სხვა ამგვარ მინიშნებებზე აპელირება. შენი კომენტარინად ადამიანმა მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოიტანოს, სავარაუდოდ შენი ახლობელი "სასწაული" მონაცემების მქონე ფეხბურთელი არ გამოიძახა ამ კაცმა ნაკრებში ანუ შენი "მოსაზრებით", მთავარი მიზეზი მისი ცუდი სელექცია ყოფილა. შენ ისეთივე ქომაგი ხარ, როგორც მე გოლფისტი.
meko
04 იანვარი 2016 14:17
0
ქომაგი-ს, საქმეც მაგაშია რომ გაიმარჯვა და გავიდა ქვეჯგუფიდან. გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ... ხოლო ის რომ "ავსაჯანაშვილი რომ დარჩენილიყო ის ვერ დაძლევდა თბილისში გასამართ ელლიტრაუნდს", ეს ის არის, ბებიაშენს ....... რომ ჰქონოდა ბაბუაშენი იქნებოდას ვარიანტი. P.$. ისე "ქომაგის" მაგივრად "ს.ფ.ფ." აგეღო ნიკად სჯობდა.

okribeli
04 იანვარი 2016 14:11
0
ფედერაციის გადაწყვეტილება მისაღებია. ავსაჯანაშვილს ხშირად ამხელდნენ მიკერძოებულ სელექციაში. არც ტაქტიკოსი გახლდათ ძლიერი.
შედეგი სასწაულის დამსახურება იყო და არა ავსაჯანას.პირიქით ამ თაობით ჯგუფიდან პირველი ადგილით უნდა გასულიყო. ასევე დიდი ალბათობით ელიტჯგუფიდან ვერ გავიდოდა.
წარმატებები გოჩას იმ დოზით, რა დოზითაც ის ობიექტური და გულწრფელი იყო ბავშვებთან მიმართებაში.
ფედერაციას კიდევ სიფრთხილე მართებს რომ შინაურობით არ მოხდეს მისი შემცვლელის მოყვანა..
georgiano
04 იანვარი 2016 14:02
0
სტატიის ავტორი აკრიტიკებს ნეპოტიზმს სუბიექტური სტატიით :)
ავტორს
04 იანვარი 2016 13:59
0
მიმაჩნია რომ მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ ადამიანის მიმართ ხშირად ისმოდა პრეტენზიები, ოღონდ ეს იყო სპეციალისტების აზრითაც ობიექტური. მას ადანაშაულებდნენ სუბიექტურ და ტენდენციურ სელექციაში.
რაც შეეხება აპელირება, რომ ჯგუფიდან გავიდა უსამართლოა. სასწაულებრივად გაუმართლა, მაშინ როდესაც ჩვენი შემადგენლობით კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო ჯგუფიდან გასვლა. დარწმუნებული ვარ ავსაჯანაშვილი რომ დარჩენილიყო ის ვერ დაძლევდა თბილისში გასამართ ელლიტრაუნდს.
რაც შეეხება გოჩას გამოქომაგებულ საზოგადოებას, აბა ერთი (სასწაულებრივად) ვერ გასულიყო ნაკრები ჯგუფიდან და ვნახავდი როგორ მიწასთან გაასწორებდით ავსაჯანაშვილს.
გოჩას მადლობა გადავუხადოთ, იმ პოზიტიურისთვის, რაც მას გაუკეთების ასაკობრივ ნაკრებში. ვუსურვოთ წარმატებები და რომელიმე ქართულ კლუბში დაამტკიცოს რომ ძლიერი და ობიექტური სპეციალისტია.
ასე რომ კიდევ ერთხელ მივესალმები ფედერაციის გადაწყვეტილებას.
ქომაგი
04 იანვარი 2016 13:47
0
რა უბედურება სჭირთ ამ მუჯირებს... კომუნისტების დროს გლდანის ერთ დიდი გასტრანომს ფირუზ კანთელაძე დირექტორობდა. მილიცია ერიდებოდა იქ შემოწმებაზე შესვლას, პატივსცემდნენ ვეტერან ფეხბურთელს. მხოლოდ ობეხეესელი მუჯირი შევიდა და იმდენი უკირკიტა რომ მოახსნევინა ყოფილი თანაგუნდელი.
okribeli
04 იანვარი 2016 13:31
0
კარგი რა ლევან!!!!!!!!!!!!
gigi
04 იანვარი 2016 13:09
0
მიმაჩნია, რომ რაღაც ისე ვერ მიდის, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ფედერაციაში. აქაც ნეპოტიზმმა ხომ არ ჩაიბუდა? ვგონებ კი... საინტერესოა ვის დანიშნავენ ავსაჯანიშვილის ადგილზე. მაშინ უფრო უპრიანი იქნებოდა მსჯელობა ამ საკითხზე. ფაქტი ერთია, წარმატებული მწვრთნელს არ ხსნიან, თუ სხვა რამ "პირადული" არ არსებობს. მოვიცადოთ, ყველაფერი ცხადი გახდება.
meko
04 იანვარი 2016 13:08
0
okribeli-ს. გეთანხმები. მუჯირი მართლაც ღვარძლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთი რამ ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება, როცა წარმატებულ მწვრთნელს ანთავისუფლებენ. მითუმეტეს თუ ეს ძალიან ახალგაზრდულ (17 წლამდელთა)ნაკრებს ეხება. არა მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. კარგი იქნებოდა თუ ვცდები, მაგრამ......
kiko
04 იანვარი 2016 13:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული