17-წლამდელებში გიორგი ყიფიანი განიხილება, ახალგაზრდულში - გია გეგუჩაძე

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ, "ლელომ" შემოგთავაზათ ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სპეციალისტი რომელ ასაკობრივ ნაკრებს გაწვრთნის. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ მკითხველისთვის შეთავაზებული ამ ვარაუდების მეტი წილი, დღეის მდგომარეობით, გამართლდა.

სიტუაცია სხვანაირი შეიძლება იყოს 17-წლამდელთა ნაკრებთან დაკავშირებით. უახლესი ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია ამ საპასუხისმგებლო პოსტზე 37 წლის გიორგი ყიფიანის კანდიდატურას განიხილავს.

გულშემატკივარი ყიფიანს კარგად იცნობს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო სამწვრთნელო გამოცდილების დაგროვება. ის წვრთნიდა რუსთავის "მეტალურგს", მუშაობდა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად...

ამჟამად, ყიფიანი საქმიანობს ისრაელში,
სადაც "ჰაპოელ ირონის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა. ფეხბურთელობის ჟამს კი, გულშემატკივარს ის "ვიტ ჯორჯიიდან" ემახსოვრება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში, ყიფიანი შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს, ვისთანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი აღარ გააგრძელა. ჩვენს ჭაბუკებს მარტში ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი ელით. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალიელი, ბოსნიელი და რუსი 17-წლამდელები იქნებიან.

რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, როგორც შევიტყვეთ, ამ პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, გია გეგუჩაძე თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელადაც დარჩება და ორ გამოწვევას, მინიმუმ, მაისის ბოლომდე, ერთად შეეჭიდება, დანარჩენიც მერე გამოჩნდება...

თუ ეს დანიშვნა განხორციელდა, დიდი ალბათობით, ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნაში გეგუჩაძეს მისი ოდინდელი ასისტენტები, გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე დაეხმარებიან.

მოკლედ, ცოტაც მოვიცადოთ და სულ მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ მწვრთნელებს ოფიციალურად წარადგენს საზოგადოებისა და მასმედიის წინაშე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთი ჰკითხეთ გოჩას რატო არ ყავდა ნაკრებში გიორგი ცერცვაძე (ცეო)
badri
10:46 12-01-2016
0
ელიტრუნდი კარზეა მომდგარი და ახლა შეიძლება ახალი მწრთვნელის დანიშვნა? დანიშნეთ ის ვისაც აქამდე გუნდთან ჰქონდა შეხება.3 თვე ვეღარ მოგიცდიათ? მერე დანიშნეთ ახალი გამოუცდელი მწრთვნელი თუ მაინცდამაინც პრაკტიკა ნაკრებში უნდა მიიღოს.......
vaspa
17:25 10-01-2016
0

სიახლეები პოპულარული