სიტუაცია სხვანაირი შეიძლება იყოს 17-წლამდელთა ნაკრებთან დაკავშირებით. უახლესი ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია ამ საპასუხისმგებლო პოსტზე 37 წლის გიორგი ყიფიანის კანდიდატურას განიხილავს.
გულშემატკივარი ყიფიანს კარგად იცნობს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო სამწვრთნელო გამოცდილების დაგროვება. ის წვრთნიდა რუსთავის "მეტალურგს", მუშაობდა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად...
ამჟამად, ყიფიანი საქმიანობს ისრაელში,
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში, ყიფიანი შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს, ვისთანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი აღარ გააგრძელა. ჩვენს ჭაბუკებს მარტში ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი ელით. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალიელი, ბოსნიელი და რუსი 17-წლამდელები იქნებიან.
რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, როგორც შევიტყვეთ, ამ პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, გია გეგუჩაძე თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელადაც დარჩება და ორ გამოწვევას, მინიმუმ, მაისის ბოლომდე, ერთად შეეჭიდება, დანარჩენიც მერე გამოჩნდება...
თუ ეს დანიშვნა განხორციელდა, დიდი ალბათობით, ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნაში გეგუჩაძეს მისი ოდინდელი ასისტენტები, გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე დაეხმარებიან.
მოკლედ, ცოტაც მოვიცადოთ და სულ მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ მწვრთნელებს ოფიციალურად წარადგენს საზოგადოებისა და მასმედიის წინაშე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"